დედაქალაქის მერია მზად არის ბიუჯეტთან დაკავშირებით საკრებულოს შენიშვნები გაითვალისწინოს
ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სევდია უგრეხელიძემ გააკეთა. მისი განმარტებით, თუ ხელისუფლებას საკრებულოს დაშლისა და მერიის გაუქმების “ვერაგული“ გეგმა არ ექნება, ბიუჯეტთან დაკავშირებით ცვლილებები მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
„როდესაც გვექნება წერილობითი ჩამოყალიბებული მოთხოვნები და შენიშვნები, ჩვენ მზად ვართ თითოეულ მათგანზე ვიმუშავოთ და განვახორციელოთ, თუკი მიმართულება ბიუჯეტის დაგეგმარების კუთხით რაღაცნაირად იცვლება და თუკი უმრავლესობას სხვა ხედვა გააჩნია, ვიდრე ადრე იყო, ეს გასაკვირი არ არის, იმიტომ, რომ სხვა მიმართულების ძალა მოვიდა ხელისუფლებაში. თუ ვერაგული გეგმები საკრებულოს დაშლისა და მერიის გაუქმების და ხელში ჩაგდების შესახებ არ არის, მაშინ დაამტკიცებენ ბიუჯეტს. ამის პრობლემა არ არის ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას და არჩევნებამდე მივალთ ღირსეულად, ხოლო თუ ეს განხორციელდა, ასეთ შემთხვევაში საქართველოს იმიჯი, პრესტიჟი, მომავალი არჩევნები, დგება ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ", - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






