ლარის კურსის ცვლილებამ ქვეყანაში ცხოვრება გააძვირა
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:46, 07 Feb, 2014     2443

ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე მიიჩნევს, რომ ლარის კურსის დაცემამ, საქართველოში ცხოვრების გაძვირება მოჰყვა.

"სასურსათო კალათა საქართველოში ლარის კურსის ცვლილების შემდეგ საგრძნობლად დამძიმდა, ეს კი ნიშნავს იმას რომ ჩვენ გვიძვირდება ცხოვრება", - აღნიშნა ლევან კალანდაძემ "ნიუპოსტთან" საუბარში.

ექსპერტის თქმით, ქვეყნის ეკონომიკა დამოკიდებულია ძირითადად იმპორტზე. იმპორტირებული პროდუქტის გაძვირება კი იმას ნიშნავს, რომ ფასების ზრდა ვრცელდება სასაქონლო ჯგუფების აბსოლუტურ უმრავლესობაზე.

„.ჩვენ იმპორტის მომხმარებელი ქვეყანა ვართ, საუბარია არა მხოლოდ იმ პროდუქტზე, რომელიც შემოდის უცხოეთოდან, არამედ იმაზეც რაც საქართველოში იმპორტირებული ნედლეულით, იწარმოება. მათი ფასები მნიშვბელოვნად იზრდება და შესაბამისად ზარალდება მოსახლეობა“- მიაჩნია ლევან კალანდაძეს.

ექსპერტმა ისიც აღნიშნა, რომ როცა ქვეყანაში ლარის კურსი ეცემა, ამით ადგილობრივ წარმოებას საშუალება ეძლევა უკეთ განვითარდეს, მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ საქართველოში ეს კომპონენტი ძალიან მცირეა, დადებითი ეფექტი ეკონომიკაზე ზოგადად არ არის.

„რატომ დაეცა ლარის კურსი? პირველი ფაქტორი არის ის რომ საბიუჯეტო პოლიტიკა, რომელიც 2013 წელს განხორციელდა იყო არასწორად დაგეგმილი და განხორციელებული. განსაკუთრებით ხარჯვით ნაწილში გვქონდა პრობლემები. ფინანსთა სამინისტროი მთელი 9 თვის განმავლობაში ფულს ეკონომიურ რეჟიმში ხარჯავდა, ხოლო 2013 წლის ბოლო კვარტალში ფულის ძალიან დიდი მასა გამოუშვა. დაიწყო სოციალური პროექტების დაფინანსება, ეს კი ნიშნავს, რომ მიმოქცევაში გამოვიდა ჭარბი ფული და ამან ლარის მსყიდველობითი უნარი დააგდო", - განუცხადა "ნიუპოსტს" ლევან კალანდაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42