ავღანეთში მყოფ ქართველ ჯარისკაცებს ახალი სარდალი ჰყავთ
საზოგადოება - 16:46, 07 Feb, 2014     2055

"რეგიონალური სარდლობა სამხრეთ-დასავლეთის“ მეთაური გენერალ-მაიორი ვოლტერ მილერი ბრიგადის გენერალმა დენიელ იომ ჩაანაცვლა.

„საზღვაო ქვეითთა საექსპედიციო ბრიგადა ავღანეთის“ შემადგენლობაში საქართველოს შეიარაღებული ძალების III მსუბუქი ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი იმსახურებს. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია ბაზა „ლეზერნიკზე“ გაიმართა.

ღონისძიებაზე საზღვაო ქვეითების ძველმა და ახალმა მეთაურობამ სარდლობისა და საექსპედიციო დანაყოფების საბრძოლო დროშები გაცვალეს.

ღონისძიებას ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისა და კოალიციური ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, 31-ე ბატალიონის მეთაურობაც დაესწრო. გადაბარების ცერემონიის დასრულების შემდეგ, პირველივე სამუშაო დღეს „რეგიონალური სარდლობა სამხრეთ-დასავლეთის“ ახალმა მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა დენიელ იომ ბაზა „ლეზერნიკზე“ ქართველთა ერთ-ერთი საგუშაგო მოინახულა. საგუშაგოზე გენერალს 31-ე ბატალიონის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი მეშველიანი დახვდა. ქართული დანაყოფის მეთაურმა სარდლობის ახალ ხელმძღვანელს არსებული სიტუაცია და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მოვალეობები პირადად გააცნო. მომავალი ერთი წლის განმავლობაში „საზღვაო ქვეითთა საექსპედიციო ბრიგადა ავღანეთი“ ჰელმანდისა და ნიმრუზის პროვინციებში კოალიციური ძალების ოპერაციებს უხელმძღვანელებს. ISAF-ის ხელმძღვანელობის განცხადებით, 13 წლიანი საბრძოლო კამპანიის განმავლობაში მომავალი ერთი წელი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია. ქვეყანა პრეზიდენტის არჩევნებისთვის ემზადება, რომლის დროსაც ავღანეთის ისტორიაში პირველად უნდა მოხდეს პოლიტიკური ძალაუფლების საყოველთაო კენჭისყრის წესით გადაცემა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42