ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ინდოეთი სავიზო რეჟიმს მსოფლიოს 180 ქვეყნისთვის ამარტივებს. მოხვდა თუ არა საქართველო ამ ჩამონათვალში, ამ ეტაპზე საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ცნობილი არ არის.
„ჯერ-ჯერობით არანაირი ოფიციალური დადასტურება იმისა, რომ საქართველო ამ ჩამონათვალში მოხვდა, ინდური მხარისგან არ მიგვიღია“- აღნიშნა „ნიუპოსტთან“ საუბარში საკონსულო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ინგა კიკვიძემ.
უცხოური მედიის ცნობით, ტურისტები 30-დღიან ვიზას პირდაპირ აეროპორტებში მიიღებენ. ინდოეთის მთავრობას დაახლოებით, ექვსი თვე დასჭირდება ქვეყნის 26 ძირითად აეროპორტში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად,
ინდოეთის მთავრობა გეგმავს, ელექტრონული ვიზების გაცემის სისტემაც დანერგოს, კერძოდ, სპეციალური ვებ-გვერდი შექმნას, რომლის მეშვეობით ტურისტებს საშუალება ექნებათ, ვიზა წინასწარ მოითხოვონ და მოსაკრებელიც გადაიხადონ. შესაბამისად, ნებისმიერ აეროპორტში ის სამ დღეში მზად იქნება.
ამ შეღავათით ვიზიტორთა პირველ ნაკადი ოქტომბერში ისარგებლებს.
მასალის გამოყენების პირობები






