მთავრობის წარმომადგენელთა შეხვედრა სვანეთის უხუცესებთან უშედეგოდ დასრულდა. სამსაათიანი შეხვედრიდან გამოსული ადგილობრივები პროტესტის ნიშნად ხმამაღალ შეძახილებს გამოთქვამდნენ, რომ ხუდონჰესი არ აშენდება
ადგილობრივები ხუდონჰესის სანაცვლოდ ხელისუფლებას ალტერნატიული მიკროჰესების მშენებლობას სთავაზობენ.
დღეს გამართულ სხდომას სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძეც ესწრებოდნენ.
სოზარ სუბარის განცხადებით, მიკროჰესების საკითხი ენერგეტიკოსებმა უნდა განიხილონ.
ვიქტორ ჯაფარიძის განცხადებით კი, ხელისუფლება ხალხის წინააღმდეგ არასდროს წავა და მიკროჰესების პროექტი თუ არსებობს, მისი განხილვა აუცილებლად უნდა მოხდეს.
შემდეგი შეხვედრა ხაიშში 20 თებერვალს გაიმართება მანამდე ხაიშელები აქციებს კვლავ გააგრძელებენ. ხაიშში დადგმულ კარავში სადღეღამისო მორიგეობა დაწესდა.
მასალის გამოყენების პირობები






