ნაერთ ბიუჯეტში შემოსავლები 65.3 მლნ-ით გაიზრდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 19:43, 06 Feb, 2014     2672

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლის იანვარში ნაერთ ბიუჯეტში ჯამურმა საგადასახადო შემოსავლებმა 527 მლნ ლარი შეადგინა, რაც 65.3 მილიონი ლარით მეტია 2013 წლის ანალოგიურ პერიოდზე.

მათივე ცნობით, მიმდინარე წლის დასაწყისში ქვეყნის ეკონომიკური ზრდის კუთხით, გრძელდება ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც დაფიქსირდა გასული წლის ოქტომბერ-დეკემბერში.

2014 წლის იანვარში ნაერთ ბიუჯეტში ჯამურმა საგადასახადო შემოსავლებმა 527 მლნ ლარი შეადგინა, რაც 65.3 მილიონი ლარით მეტია 2013 წლის ანალოგიურ პერიოდზე. 2012 წლის იანვართან შედარებით კი, ნაერთ ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლები გაზრდილია 75.4 მილიონი ლარით, 2011 წლის იანვართან შედარებით - 131 მილიონი ლარით, ხოლო 2010 წლის იანვართან შედარებით - 237 მილიონი ლარით.

მათ შორის, აღსანიშნავია, რომ 2014 წლის იანვარში, 2013 წლის იანვართან შედარებით ქვეყნის ტერიტორიაზე მობილიზებული საგადასახადო შემოსავლები გაიზარდა 51.6 მილიონი ლარით და შეადგინა 437 მლნ ლარი. 2012 წლის იანვართან შედარებით ზრდა დაფიქსირდა 87,2 მილიონი ლარით, 2011 წლის იანვართან შედარებით ზრდაა 151.9 მილიონი ლარი, ხოლო 2010 წლის იანვართან შედარებით - 241.4 მილიონი ლარი.

2014 წლის იანვარში, ძალიან პოზიტიური მაჩვენებლები ფიქსირდება ექსპორტ-იმპორტის კუთხით, რაც ეკონომიკური ზრდის ასევე მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2014 წლის იანვარში 2013 წლის იანვართან შედარებით, იმპორტი გაიზარდა131.3 მილონი ლარით და შეადგინა 883 მლნ ლარი. 2012 წლის იანვართან შედარებით ზრდაა 88.2 მილიონი ლარით, 2011 წლის იანვართან კი, 168.9 მილიონი ლარით, ხოლო 2010 წლის იანვართან შედარებით- 398.2 მილიონი ლარით.

მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ექსპორტის მაჩვენებლები. 2014 წლის იანვარში 2013 წლის იანვართან შედარებით, ექსპორტი გაიზარდა 48.6 მილიონი ლარით და შეადგინა 277 მლნ ლარი. 2012 წლის იანვართან შედარებით ეს მაჩვენებელი გაზრდილია 96,1 მილიონი ლარით, 2011 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 68.8 მილიონი ლარით, ხოლო 2010 წლის იანვართან შედარებით 121 მილიონი ლარით.

მთლიანობაში, საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2014 წლის იანვრის თვეში შეადგინა მილიარდ 161 მლნ ლარი, 2013 წლის იანვართან შედარებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაზრდილია 180.4 მილიონი ლარით, 2012 წლის იანვართან შედარებით 184.34 მილიონი ლარით, 2011 წლის იანვართან - 237.7 მილიონი ლარით, ხოლო 2010 წლის იანვართან შედარებით 517.2 მილიონი ლარით.

წლის დასაწყისიდანვე ბიზნესის გააქტიურებისა და ეკონომიკური ზრდის დადებითი ტენდენცია ადასტურებს, რომ 2014 წელს 5%–იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, როგორც მინიმუმ, რეალისტურია. აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიო ბანკი საქართველოში 2014 წელს 6.3%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42