6 თებერვალს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების საერთაშორისო დღე აღნიშნა. ამ თარიღთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციაში გამართულ ღონისძიებას საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირებთან და კომისიის წევრებთან ერთად ცესკოს პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში ისინი გაეცნენ ფოტო-ვიდეო გამოფენას ”არჩევნები - ერის შემოქმედი”, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივით და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის და ეროვნული არქივის მხარდაჭერით შეიქმნა.
”არჩევნები - ერის შემოქმედი” მუდმივმოქმედი გამოფენაა, სადაც საქართველოს საარჩევნო ისტორიის უნიკალური მასალაა წარმოდგენილი და 1918-2008 წლების პერიოდს მოიცავს.
სტუდენტებს, დღეს კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია მიესალმა და ესაუბრა მათ არჩევნების მნიშვნელობაზე, საარჩევნო კულტურის განვითარების ეტაპებსა და არჩევნების როლზე, ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების სწორად წარმართვის პროცესში.
მასალის გამოყენების პირობები






