შალვა ფიფია სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებს შეხვდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:13, 06 Feb, 2014     2132

სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძესაქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ კონფერენციას თემაზე-„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების როლი აგრარული სექტორის განვითარებაში“ დაესწრნენ.კონფერენცია სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამგახსნა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამინისტრომ არაერთი უპრეცედენტო პროექტი განახორციელა. სამინისტროს დახმარებით გლეხების, ფერმერებისა და მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომი გახადა ფინანსური რესურსი, ეტაპობრივად იქმნება ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაგვაახლოებს.მიმდინარეობს აქტიური მუშაობაახალი საექსპორტო ბაზრების მოძიების მიმართულებით. საქართველოს აქვს რესურსი, აწარმოოს ხარისხიანი პროდუქცია, რომელიც ეტაპობრივად ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვდება და დააკმაყოფილებს.

,,ჩვენს მიერ გადადგმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობა და განვითარებაა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია აგრარული პოლიტის ერთერთი მთავარი მიმართულებაა, რომელიც სოფლად სიღარიბის დაძლევასა და ფერმერთა ძლიერი ფენის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა, სადაც დიდ პრობლემას ქმნის პატარა ფრაგმენტებად დაშლილი მიწის ფართობები. ეს ართულებს და აძვირებს სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებას, ასევე თითქმის შეუძლებელს ხდის ახალი ტექნოლოგიების და თანამედროვე სტანდარტების დანერგვის შესაძლებლობას. სწორედ ამ პრობლემების მოგვარებაში გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს აგრო კოოპერაციამ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემადგენლობაში ჩვენ შევქმენით ახალი უწყება, რომელიც მთავრობის ხელშეწყობით კოოპერაციის პროცესის წახალისებისა და განვითარების მიზნით, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებსა და ხელშემწყობ ღონისძიებებს განახორციელებს“, - განაცხადა შალვა ფიფიამ.

კონფერენციაზე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემგიორგი მიშელაძემ დამსწრე საზოგადოებას სააგენტოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებდეტალური ინფორმაცია მიაწოდა. „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მიზნით, მთავრობამ პარლამენტთან ერთად, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა შეიმუშავა. ახლა ჩვენ განხორციელების ეტაპზე ვიმყოფებით და სამეცნიერო წრეების ჩართულობა ამ პროცესში მნიშვნელოვანია.“-განცხადა გიორგი მიშელაძემ.

კონფერენციას სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრები და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42