"სტრატეგიული კვლევებისა და განვითარებიც ცენტრი" მარილის მწარმოებლებს შეფუთვის შეცვლის თხოვნით მიმართავს.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, კომპანიების "AGA Treiding G"-ს და "EUROLABI" -ს მიერ დაფასოებული მარილი შეფუთვაზე მითითებულზე ნაკლებს იწონის. მომხმარებლის უფლებების დამცველი ორგანიზაციის აზრით ეს შეიძლება რბილი შეფუთვით იყოს განპირობებული.
„მომხარებელმა ვებ-გვერდზე კომენტარი დაგვიტოვა, რომელშიც გვტყობინებდა, რომ ორ სხვადასხვა მაღაზიაში, ორი სხვადასხვა ფირმის მარილის შეფუთვაზე მითითებულ 1000 გრამზე ნაკლებს იწონის. ჩვენ მაღაზია კარფურში შევიძინეთ შპს "AGA Treiding G"-ს მიერ დაფასოებული „საოჯახო ქვამარილი" , რომელსაც მითითებული აქვს წონა 1000გრ.+-30გრ. იმავე დღეს, ვაჟა ფშაველას 1 შესახვევში მდებარე მაღაზია შპს "ჯეოფუდში"შევიძინეთ შპს "EUROLABI" -ს მიერ დაფასოებული "საოჯახო მარილი", რომლის შეფუთვაზეც ასევე მითითებულია წონა: ნეტო 1000გრ+-30გრ. ყველა შეძენილი შეფუთვა ავწონეთ დაკალიბრებულ სასწორზე. აღმოჩნდა, რომ თითოეულ შეფუთვას აკლია 30 – 90 გრამი, რისი მიზეზიც მარილის არამყარი შეფუთვებია“, - მიიჩნევენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
„სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელმა ლია თოდუამ „ნიუპოსტთან“ საუბარში აღნიშნა, რომ კანონმდებლობა მეწარმის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მხსოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ პროდუქტი შეფუთვაზე მითითებულ რაოდენობაზე 20%-ით ნაკლებს იწონის.
არასამთავრობო ორგანიზაცია მეწარმეებს წერილობითი ფორმით უახლოეს მომავალში მიმართავს.
მასალის გამოყენების პირობები






