სემეკის განცხადებას "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ.
„ბოლო პერიოდში შპს ”ყაზტრანსგაზ თბილისის” მომხმარებელთა ნაწილი გამოთქვამს შეშფოთებას მიმდინარე წლის იანვრის თვეში მოხმარებული ბუნებრივი გაზის გადასახადის მნიშვნელოვან ზრდასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში არ შემოსულა მომხმარებელთა განცხადება/საჩივარი, კომისია თავს ვალდებულად მიიჩნევს მოახდინოს რეაგირება და მიაწოდოს საზოგადოებას შესაბამისი ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, შპს ”ყაზტრანსგაზ თბილისის” მიერ 2013 წლის დეკემბერსა და 2014 წლის იანვარში მომხმარებლების მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვისა და შესაბამისად, განხორციელებულ დარიცხვებთან დაკავშირებით, კომისიაში დაწყებულია საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებშიც 2014 წლის 6 თებერვლის კომისიის საჯარო სხდომაზე დანიშნულია საკითხთან დაკავშირებით შპს ”ყაზტრანსგაზ თბილისის” პოზიციის მოსმენა“, - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






