ბანკი ,,ქართუს“ ხელმძღვანელი ნოდარ ჯავახიშვილი აღშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ ამ დრომდე პასუხი არ მოეთხოვა იმ ადამიანებს, რომლებიც ,,ქართუს“ გაკოტრების სქემაში მონაწილეობდნენ. ,,ნიუპოსტთან“ საუბრაში ნოდარ ჯავახიშვილი ამბობს, რომ სწორედ ამ თემაზე ესაუბრა ბიძინა ივანიშვილს, თუმცა მან არ იცოდა, რომ ის ერთ კვირაში ბრიფინგს მართავდა.
_სამწუხაროდ მთელი ორწელიწადნახევრის განმავლობაში, ნაწილი ანგაჟირებული პოლიტიკოსებისა და ნაწილი ჟურნალისტებისა ურევს ერთმანეთში რაღაცეებს. ესენი ან შეგნებულად აყალბებენ რაღაცეებს, ან არ იციან, რომ 80 მილიონი, რომელზეც ლაპარაკობენ ეს სულ სხვა თემაა და ,,ქართუ ბანკის“ გაკოტრება სულ სხვა თემაა.
შეგახსენებთ, რომ 80 მილიონით კი არა 160 მილიონით დააჯარიმეს ბატონი ბიძინა ივანიშვილი ანტენების გულსითვის. შემდეგ სასამართლომ გაუნახევრა და ჩამოუყვანეს 80 მილიონამდე, ბატონმა ბიძინა ამის გადახდაზე უარი განაცხადა, და ეს უნდა ახსოვდეს საზოგადოებას, ამ დროს მოხდა კახეთში სამწუხარო ამბავი - იყო სტიქია და ბატონმა ბიძინამ კახელების დასახმარებლად 80 მილიონი შეიტანა იმ ამგარიშზე, რომელიც მიცემული ჰქონდა სახელმწიფოს მიერ ჯარიმის გადასახდელად, რადგან სხვა ნებისმიერ ანგარიშზე შეტანას ისევ ჩაუთვლიდნენ ამომრჩევლის მოსყიდვად.
ამის შემდგომ, როცა ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნები წააგო და მანამდეც, არჩევნებამდე, დაუბრუნეს უკან და მერე იყვირებენ შალვა ნათელაშვილი და ზოგიერთი ჟურნალისტი, რომ თავისი ქონება დაიბრუნა მან და სხვისი არ აინტერესებსო... არაფერი არ დაუბრუნებია ბიძინა ივანიშვილს, ეს დაუბრუნა თვითონ სააკაშვილმა. ამ 80 მილიონიდან 97 მილიონ ჩაურიცხა ბატონმა ბიძინამ გაჭირვებულ კახელებს, ანუ როგორც თვითონ თქვა, რომ თუ საჭირო იქნება, მეტსაც ჩავრიცხავო. სწორედ ასე მოიქცა.
რაც შეეხება ,,ქართუ ბანკის“ გაკოტრების სქემას, მე შევახსენებ საზოგადოებას, რომ 190 მილიონად შეფასებული ქონებები წაგვართვა ხელისუფლების ყველა შტომ ერთად და ამის გამო ჩამოვწერეთ თავის დროზე 140 მილიონის სესხები, რომელიც პროცენტების დარიცხვით 150 მილიონზე მეტია და აქედან ჩვენ გვაქვს დაახლოებით ნახევარი აღდგენილი და არა ამოღებული, საკრედიტო დავალიანება.
მე აღშფოთებული ვარ ამით, მე შეიძლება ზოგჯერ ულტირირება მოვახდინო და აღელვებულმა ვთქვა, რომ არაფერს აკეთებენ სამართალდამცავები, მაგრამ ამ საქმეს არ ჭირდება ბევრი ძიება. ეს ადამიანები თავისუფლად დადიან და არც კი ფიქრობენ დალაპარაკებას, იმიტომ, რომ არავინ არ მოსთხოვა პასუხი. ამაზე ვიყავი აღშფოთებული, ვარ და ვიქნები მანამ ეს ხალხი არ აღგვიდგენს დავალიანებას და არ გადაგვიხდის მიყენებულ ზიანს და ან არ იჯდებიან ბოლოს და ბოლოს ციხეში.
_თქვენ ბრძანეთ კიდეც ერთ-ერთ საგაზეთი ინტერვიუში, რომ ამ საქმის გამოსაძიებლად თითქმის არაფერი არ კეთდება...
_არფერი არ გააკეთეს მაგას მე ვერ ვიტყოდი, მაგრამ ეს რომ არ არის საკმარისი და ძალიან შორს არის საკმარისისგან, ამაზე ვარ აღშფოთებული. რასაკვირველია, საქმეები აღძრულია, ხალხიც დაკითხულია, მაგრამ წელიწადნახევარი უნდა დაკითავას? არის ნაწილი ვინც შიშით თუ რიდით მოვიდნენ და რაღაც პირობები შემოგვთავაზეს და ცდილობენ, რომ აღადგინონ ჩვენთვის მიყენებული ზიანი. რაც შეეხება ზარქუას, ეს იყო ეროვნული ბანკის თანამშრომელი, რომელმაც დააქცია ბანკი თავიდან ბოლომდე, ეს ყველაფერი არის დასაბუთებელი. რატომ დადის ამ ქვეყანაში თავისუფალი, ერთხელ არ დაუკითხავთ და არ უნდა ვიყო აღშფოთებული?
_თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის იმის მიზეზი, რომ ეს ხალხი თავისუფლად დადის და არ არის დაკითხული ამ დრომდე?
_მე არ ვარ გენერალური პროკურორი, რომ ვიძიებდე, რატომ არ დაიკითხა ეს ხალხი, მაგრამ მაქვს სამართლიანი უფლება, რომ ვიყო აღშფოთებული. და ეს აღშფოთება გამოვუხატე სადღაც ერთიკვირის წინ ბატონ ბიძინას. მე რა ვიცოდი თუ ერთი კვირის შემდეგ პრესკონფერენციას აწყობდა ბატონი ბიძინა?
მასალის გამოყენების პირობები






