"მონასტრის ბარაქას" პროდუქცია უვარგისია
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:31, 05 Feb, 2014     4469

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით "მონასტრის ბარაქას" რძის პროდუქტებში ცხიმი არ აღმოჩნდა, რაც "სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის განმარტებით "მათ ნატურალურობას აყენებს ეჭვქვეშ.

,„სტრატეგიული კვლევებისა და განვითარებიც ცენტრის“ განმარტებით 2014 წლის 08 იანვარს, მომხმარებელმა "ფეისბუქის" გვერდზე დაფარული გზავნილი დატოვა, რის შემდეგაც ორგანიზაციამ მომხარებლის მიერ მითითებულ მაღაზიას "მონასტრის ბარაქა"-ს სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიაკითხა.

„აღნიშნულ მაღაზიაში, გამყიდველის განმარტებით, იყიდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული იმ მეურნეობების წარმოებული პროდუქცია, რომელსაც საპატრიარქომ მისცა კურთხევა. მაღაზიის მაცივარში იდო გუნდებად შეკრული, პოლიეთილენის პარკებში დაფასოებული პროდუქტი, რომელსაც ჰქონდა წარწერა "კარაქი". შევიძნეთ აღნიშნული პროდუქტი და ჩავაბარეთ ლაბორატორიაში, მასში რძის ცხიმის შემცველობის დასადგენად“, - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია თავის ვებგვერდზე.

ორგანიზაციის ცნობით, ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, პროდუქტში რძის ცხიმის შემცველობა 0% აღმოჩნდა.

"ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მიერ შეძენილი პროდუქტი კარაქს საერთოდ არ შეიცავდა. ამ შედეგის გადამოწმების მიზნით 2014 წლის 23 იანვარს განმეორებით შევიძინეთ იმავე მაღაზიაში "მონასტრის ბარაქა" კვლავ იგივე დაფასოების "კარაქი" და დამატებით ერთჯერად ჭიქებში ჩამოსხმული პროდუქტი რომელსაც ჰქონდა წარწერა "არაჟანი" და აგრეთვე ასაწონი "ხაჭო". შეძენილი კარაქი შესამოწმებლად ჩავაბარეთ სამ სხვადასხვა ლაბორატორიას. ერთერთ ლაბორატორიას კი აგრეთვე ვთხოვეთ შეემოწმებინა შეძენილი არაჟანი და ხაჭო“-წერს ორგანიზაციის ვებგვერდი „მომხმარებელი ,გე“.

„მიღებული შედეგები ნიშნავს, რომ ჩვენს მიერ შეძენილი არც ერთი პროდუქტი ნამდვილი რძის პროდუქტი არ იყო“-ირწმუნება ორგანიზაცია .

ცენტრის ინფორმაციით, პროდუქტების შესყიდვის დოკუმენტებიდან შეუძლებელია დადგინდეს იურიდიული პირი, რომელიც განაგებს სიონის ტაძრის ეზოში მდებარე მაღაზია "მონასტრის ბარაქას" (ასეთი დასახელების იურიდიული პირი სამეწარმეო რეესტრში არ იძებნება) და არასამთავრობოსთვის უცნობია, გააჩნია თუ არა ამ მაღაზიას რაიმე სამართლებრივი კავშირი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, მისი დასახელებისა და მდებარეობიდან გამომდინარე.

„ჩვენ თხოვნით მივმართეთ საქართველოს საპატრიარქოს, გააკონტროლოს იგი და არ დაუშვას ამ და მსგავსი მაღაზიების მიერ მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანა. ვფიქრობთ, რომ ეკლესიასთან არსებულ მაღაზიაში მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანის მცდელობა ქართული ეკლესიისთვის ისეთივე მიუღებელია, როგორც ჩვენთვის და ვიმედოვნებთ, რომ საპატრიარქოს რეაქცია აღწერილ ფაქტზე სათანადო იქნება", - აცხადებენ "სტრატეგიული კვლევებიც და განვითარებიც ცენტრში".

საქართველოს საპატრიარქო ადასტურებს, რომ "მონასტრის ბარაქა" ნამდვილად საპატრიარქოს მფლობელობაშია, თუმცა იქ აღმოჩენილი არანატურალური პროდუქციის შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაციას არ ფლობენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42