სამომხმარებლო კალათაში 2014 წელს პირველადი მოხმარების პროდუქტებთან ერთად გიტარა და ყავის სერვიზიც მოხვდნენ.
გასული წლის ჩამინათვალს წელს ვერმიშელი, ძროხის ხორცის ფარში, შებოლილი ხორცი, შებოლილი თევზი, ტყემლის საწებელი, ყავის სერვიზი, ქაღალდის ხელსახოცი, საავადმყოფოს მომსახურება, ავტომობილის სათადარიგი ნაწილები, გიტარა და ხელჩანთა დაემატა.
სხვადასხვა მიზეზების გამო 2014 წლის სამომხმარებლო კალათაში ვერ მოხვდნენ: თაფლის კვერი, ქიმწმენდა,ჯონჯოლი და ცხვრის ხორცი.
ეკონომიკური ექსპერტის ირაკლი ლექვინაძის თქმით ჩამოთვლილი პროდუქტების უმეტესობა საქართველოს მოქალაქეების მოხმარების სტრუქტურიდან გამომდინარე პირველადი მოხმარებისაა. თუმცა ექსპერტმა არ იცის გიტარა რამდენად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საქართველოს ოჯახებისთვის.
"დარწმუნებული ვარ მასზე მნიშვნელოვანი პროდუქტიც არსებობს.
გიტარის შეტანა სამომხმარებლო კალათაში ღიმილს იწვევს“ -აღნიშნა ლექვინაძემ.
საქსტატის ცნობით სამომხმარებლო კალათში ამ 11 საქონლის დამატება შინამეურნეობების ხარჯების კვლევის შედეგად მოხდა. აღმოჩნდა, რომ მომხმარებლებმა მათზე შარშან მნიშვნელოვანი ხარჯები გაწიეს.
2014 წლის სამომხმარებლო კალათა გაზრდილია და მოიცავს 295 დასახელების სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებას.
მასალის გამოყენების პირობები






