დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებმა მინისტრის მოადგილეებთან და სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო EIB-ის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის პროცესს. ასევე, განიხილეს სამომავლო გეგმებიც.
ამ ეტაპზე, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით, ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი სესხით 52 კმ. ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა ფინანსდება. ეს უკანასკნელი სამტრედიასა და გრიგოლეთს შორის მდებარეობს. ასევე, მოხდება 16 კმ.გზის რეაბილიტაცია გრიგოლეთის სამხრეთ ნაწილისკენ.
მათივე დაფინანსებით, პროექტები ხორციელდება წყალმომარაგების გაუმჯობესების კუთხითაც.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ აღინიშნა, შეხვედრა ნაყოფიერი იყო. მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ ორმხრივი თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები






