2014 წლის სამომხმარებლო კალათა გაზრდილია და მოიცავს 295 დასახელების სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებას, "საქსტატის" ცნობით ასევე შეცვლილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების წონა. გასული წლის სამომხმარებლო კალათას დაემატა 11 და გამოაკლდა 4 საქონელი.
საქსტატის სამომხმარებლო კალათა წარმოადგენს ქვეყანაში ყველაზე ხშირად მოხმარებადი საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალს და ასახავს ქვეყნის საშუალო მომხმარებლის ხარჯების სტრუქტურას.
საქსტატის ცნობით განახლებული სამომხმარებლო კალათა ასახავს მოსახლეობის დანახარჯების უახლეს სტრუქტურას, რაც უფრო საიმედოს ხდის სამომხმარებლო ფასების ინდექსს - ინფლაციის მაჩვენებელს.
სტატისტიკის სამსახური სამომხმარებლო ფასების რეგისტრაციას ახორციელებს ყოველი თვის 10-დან 20 რიცხვის ჩათვლით თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორსა და თელავში საცალო ვაჭრობის და მომსახურების ობიექტებზე, რომელთა მთლიანი რაოდენობა 1500-ს აღწევს.
მასალის გამოყენების პირობები






