დასავლეთ საქართველოში მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტის გაცნობა გრძელდება
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:55, 04 Feb, 2014     2073

სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს, მუნიციპალიტეტის გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა და „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ პირადადგააცნო.

სახელმწიფოს მხრიდან საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობა და ყველაზე მნიშვნელოვან სამუშაოებში - ხვნის პროცესში მოსახლეობის დახმარება, მიზნად ისახავს მოსახლეობის სოფლისკენ მობრუნებას და მათ ხელშეწყობას. მნიშვნელოვანი სამუშაოების ჩატარების და ბენეფიციართა სიებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ, 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით დაახლოებით 800,000-მდე მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს. წელს პროექტის ბენეფიციარები იქნებიან ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ 1.25 ჰა-ის ჩათვლით სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები“, - განაცხადა შალვა ფიფიამ.

სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში „მცირემიწიანფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში, წელს დახმარებას 97,579 ფერმერი მიიღებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები საქართველოს ყველა რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს დეტალურად აცნობენ „მცირემიწიანფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტს“, რათა პროექტის შესახებ ინფორმაცია მათ მიერ სწორად იქნას მიწოდებული მოსახლეობისთვის.

ზუგდიდში გამართულ შეხვედრას შალვა ფიფიასთან ერთად, ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე არჩილ ბუკია, საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორი ვაჟა კირტავა, სამინისტროს რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებისა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები. შეხვედრაზე „მცირემიწიანფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ გარდა, განიხილეს გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების საკითხები, ასევე დასავლეთ საქართველოში მიმდინარე სადრენაჟე სამუშაოების საკითხები.

დასავლეთ საქართველოში მიმდინარე საინფორმაციო შეხვედრების პარალელურად, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში ბარათების დარიგების პროცესი უკვე დაიწყეს. პროექტის ბენეფიციართა კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ბარათები მუნიციპალიტეტების გამგებლებს უკვე გადაეცათ დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯაანის, საგარეჯოს, თელავის, მარნეულის, გარდაბანის და დმანისის მუნიციპალიტეტებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42