„სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს“ წინა წლის განმავლობაში დაახლოებით 150-მდე მომხარებელმა მიმართა. დაზარალებულები ყველაზე ხშირად სურსათის მავნეობას უჩიოდნენ.
„ძირითადად მოგვმართავდნენ ის მომხმარებლები, რომლებსაც სურსათმა აწყინა. გარდა ამისა პრობლემები იყო საგარანტიო მომსახურებეთან დაკავშირებით, კერძოდ, მაღაზიები ან არ იბრუნებდნენ გაყიდულ ელექტროტექნიკას, ან უარს ეუბნებოდნენ მომხმარებლებს შეკეთებაზე, საგარანტიო ვადის არსებობის შემთხვევაში“ - აღნიშნა „ნიუპოსტსთან“ სუბარში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ლია თოდუამ.
„სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ რამდენიმე წელია მომხმარებლის უფლებების დაწვის საკითხებზე მუიშაობს. ცენტრში ახდენენ პოპულარული საიტის „მომხმარებელი.გე-ს“ადმინისტრირებასაც.
ლია თოდუა თქმით მომხმარებლების უფლებების დამცველი კანონმდებლობა საქართველოს პარლანეტმა ჯერ კიდევ 2012 წელს გააუქმა, ახალ კანონმდებლობაზე კი მუშაობა ხელისუფლებას ჯერ არ დაუსრულებია.
მასალის გამოყენების პირობები






