ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე. აღნიშნულ ჯგუფში ფასები გაიზარდა 2,1 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა იანვრის თვის ინფლაციაში 0,63 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ბოსტნეულისა და ბაღჩეულის ქვეჯგუფზე (13,0 პროცენტი), ფასები ასევე გაიზარდა ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე (4,5 პროცენტი) და რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (4,2 პროცენტი);
მოცემულ პერიოდში ფასების 0,7-პროცენტიანი მატება დაფიქსირდა ტრანსპორტის ჯგუფზე, რაც იანვრის თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,08 პროცენტული პუნქტი წვლილით აისახა. ჯგუფში ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3,4 პროცენტი), ხოლო ფასების კლება დაფიქსირდა სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტზე (-2,8 პროცენტი).
რაც შეეხება წინა წლის მაჩვენებელს, ინფლაციის დონემ 2014 წლის იანვარში 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,9 პროცენტი შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები






