ნოდარ ჭიჭინაძე - ლარის კურსი ძველ ნიშნულს აღარ დაუბრუნდება
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:28, 31 Jan, 2014     2222

ნოდარ ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ ლარის გასამყარებლად ეროვნულ ბანკს დიდი ძალისხმევის დახარჯვა მოიწევს.

„არამგონია ახალი წონასწორული კურსი კვლავ 1.65-ზე ჩამოყალიბდეს და იგი უფრო 1.75-იან ნიშნულთან იქნება ახლოს“, - განუცხადა "ნიუპოსტს" "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა".

მისივე განცხადებით, ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად დოლარის გაყიდვა ნოემბრის დასაწყისიდან დაიწყო, 2013 წლის ბოლომდე ეროვნულმა ბანკმა გაყიდა 220 მილიონი დოლარი, 2014 წლის 1 იანვრიდან 24 იანვრის ჩათვლით კიდევ 220 მილიონი მიაწოდა ბაზარს, რამაც ჯამში 440 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. თუმცა ეს ინტერვენცია საკმარისი აღმოჩნდა მხოლოდ იმისთვის, რომ ლარის გაუფასურება შეჩერებულიყო, რაც შეეხება გამყარების პროცესს, ეროვნულ ბანკს ამისთვის უფრო დიდი ძალისხმევის დახარჯვა დაჭირდება და ამას რეზერვების საკმაოდ დიდი ნაწილიც შეეწირება,

“ლარის კურსის დაცემა დოლარის მიმართ გამოიწვია 2013 წლის განმავლობაში განვითარებულმა ორმა ძირითადმა ტენდენციამ: პირველი იყო ის რომ, ბიუჯეტში პირველი 9 თვის განმავლობაში ფიქსირდებოდა პროფიციტი, იხარჯებოდა დაგეგმილზე ნაკლები, შედეგად ლარის მასა ილექებოდა ბიუჯეტში და მეორე - ზუსტად იმავე პერიოდში ეროვნულბა ბანკმა შეისყიდა 575 მილიონი დოლარი. ბოლო კვარტალში კი ბიუჯეტიდან თანხების აქტიური ხარჯვა დაიწყო, მიმოქცევაში გამოვიდა ლარის მასა, იმ პირობებში, როცა ეროვნულ ბანკს 575 მილიონი დოლარი ჰქონდა შესყიდული“- აღნიშნა ნოდარ ჭიჭინაძემ "ნიუპსტთან" საუბრისას.

„აფბას“ პრეზიდენტის აზრით, გარდა ამისა, ნოემბერ-დეკემბერში გაიზარდა ეკონომიკური აქტივობა, მკვეთრად გაიზარდა იმპორტი.

„დეკემბერში, თუ 2012 წლის დეკემბერში შემოტანილი იქნა 668 მილიონი დოლარის იმპორტი, 2013 წლის დეკემბერში შემოვიდა 21%-ით მეტი, 811 მილიონი დოლარის იმპორტი (მაშინ, როცა მთელი წინა პერიოდის განმავლობაში იგი მცირდებოდა), ერთი სიტყვით გაიზარდა მოთხოვნა დოლარზე", - მიიჩნევს ნოდარ ჭიჭინაძე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას დღეს განაცხადა, რომ ამოწურულია ყველა ის ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენდა ლარის გაუფასურებაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42