"ქართუ" ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისთვის გიორგი ქადაგიძის განცხადება ლარის კურსის მოსალოდნელ გამყარებასთან დაკავშირებით იმედისმომცემია, თუმცა უცნობია ის მიზეზები, რამაც ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა ვარდნა გამოიწვია.
"მე არ ვიცი სინამდვილეში თუ რა ფაქტორებმა გამოიწვიეს საქარველოში ლარის კურსის ვარდნა, მაშინ როცა უზარმაზარი სავალუტო რესურსები არსებობს, აქედან გამომდინარე ვერც იმას ვიტყვი მოიხსნა თუ არა მისი გამომწვევი მიზეზები. ეს იცის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და მისგან ეს ჯერ არ მომისმენია. ეს არის ჩემთვის იმედისმომცემი და არა დეტალიზირებული განცხადება", - აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა.
მისივე თქმით, აქ მთავარი მაინც ისაა რომ ლარის კურსის მოსალოდნენ გამყარებაზე განცხადებას, პასუხისმგებელი პირი აკეთებს.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამოწურულია ყველა ის ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენდა ლარის გაუფასურებაზე.
"კურსის მოკლევადიანი პროგნოზი უმადური საქმეა. ეს შეუძლებელიც კი არის, ვინაიდან ეკონომიკურ ფაქტორებთან ერთად მასზე გავლენას ახდენს მოლოდინებიც. რაც შეეხება საშუალოვადიან პროგნოზს, წმინდა ეკონომიკური ფაქტორები, რომელიც გავლენას ახდენდა ლარის გაუფასურების მიმართულებით, ამოწურულია, ან ძალიან ახლოს არის ამოწურვასთან. ამიტომ, ვინაიდან მიმდინარე ანგარიშის ფუნდამენტური დისბალანსის პრობლემა არ გვაქვს, საშუალოვადიან პერსპექტივაში ლარის კურსზე იქნება გამყარების ზეწოლა" , - განუცხადა ქადაგიძემ ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, ძირითადად ლარის კურსზე გავლენა შერბილებულმა მონეტარულმა პოლიტიკამ და ექსპანსიურმა ფისკალურმა პოლიტიკამ, მოახდინა, რაც ამ დროისთვის შეჩერებულია.
"ასევე ამოწურულია საგარეო ფაქტორები - ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორებისგან მომავალი მაკროეკონომიკური გავლენები. შესაბამისად, საშუალოვადიან პერიოდში პრობლემას ვერ ვხედავ“ აღნიშნა ქადაგიძემ.
რაც შეეხება ფასებს და ინფლაციას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, 12 თებერვალს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა არის დაგეგმილი, სადაც საპროცენტო განაკვეთებზე იმსჯელებენ.
„ახლა ვართ ყველა მონაცემის გაანალიზების ფაზაში. თუ დავინახავთ, რომ ინფლაციური პროგნოზი გადააჭარბებს ჩვენს მიზნობრივ მაჩვენებელს, დავიწყებთ გამკაცრების პოლიტიკას და ინფლაცია და ფასების სტაბილურობა უზრუნველყოფილი იქნება", - განაცხადა ქადაგიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






