ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს მობილურ ოპერატორებთან, სწრაფი გადახდის აპარატების საკითხთან დაკავშირებით კითხვები აქვს. როგორც დღეს მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხს სწრაფი გადაჭრა სჭირდება.
"სწრაფი გადახდის აპარატებთან დაკავშირებით პრობლემა კვლავ გვაქვს და ჩემი აზრით, მას სწრაფი გადაჭრა სჭირდება. ისედაც საკმაოდ გაიწელა ეს პროცესი. ეს არ არის მარტივი საკითხი, რამდენადაც ის ჩვენი ეკონომიკის სხვადსხვა სექტორებს ეხება. პირადად მე მაქვს კითხვები მობილურ ოპერატორებთან, კერძოდ, იმაზე, თუ როგორ მოხდა თამაშის წესების ცვლილება ერთ დღეს ერთნაირად ყველა მოთამაშის მიერ. აღნიშნული კითხვებს ბადებს, რაზეც მე ვესაუბრე კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, ანუ ამ სექტორის რეგულატორს. ასევე ვესაუბრე ეკონომიკის მინისტრს, რომელთან ერთადაც, პრინციპში, შეჯერებული ვართ, თუ რა პოზიცია უნდა გვქონდეს, რომ საკითხი მოწესრიგდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ სიტუაციას, როცა ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი წარმატებული სექტორი საკმაოდ რთულ პირობებში აღმოჩნდება, რომ არაფერი ვთქვათ კომპანიების შესაძლო გაკოტრებაზე“, - განმარტა ქადაგიძემ.
მობილურმა ოპერატორებმა სწრფი გადახდის აპარატებისთვის საკომოსიო გადასახადის გადახდაზე უარი განაცხადეს, აღნიშნულის გამო, რამდენიმე კომპანიის კუთვნილ აპარატზე საკომისიოს გადახდა აბონენტის მიერ ჩარიცხული თანხიდან იჭრება.
მასალის გამოყენების პირობები






