როგორც ადგილობრივები ,,ნიუპოსტთან" საუბრისას ამბობენ, შესაძლოა გუგუტიშვილი რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს რადაგან სოფელი ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება. სოფლის რწმუნებული იაგო ბაიაძე აცხადებს რომ ალექსანდრე გუგუტიშვილს ადგილობრივები ამ წუთებშიც ეძებენ, რაც შეეხება რუსების მხრიდან დაკარგულის შესაძლო დაკავებას, რწმუნებული ამბობს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ დასტურდება, რადგან ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები დაკავებულის ოჯახს გამოსასყიდ თანხის გადახდის შესახებ არ დაკავშირებიან.
გორის მუნიციპაილიტეტის ე.წ. საზღვრისპირა სოფელ გუგუთიაანთკარში მცხოვრები 57 წლის ალექსანდრე გუგუტიშვილი, უკვე მეოთხე დღეა დაკარგულია და მას ახლობლები უშედეგოდ ეძებენ, იგი სამუშაოდ საკუთარ ნაკვეთში გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.
გიორგი ახალკაცი "ნიუპოსტი" გორი
მასალის გამოყენების პირობები






