გავრცელებული ინფორმაციით, მიცკევიჩის ქუჩაზე ნაპოვნი გარდაცვლილებიდან, ერთი ექიმია, მეორე კი - მისი პაციენტი. Newpost-ს შსს-ს დაუკავშირდა, სადაც აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურეს.
ასევე გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტი ცეცხლსასროლი იარაღით არის გარდაცვლილი, ხოლო ექიმის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დაუდგენელია.
შემთხვევა მიცკევიჩის ქუჩის 29 ა ნომერში, დედათა და ბავშვთა სამკურნალო-პროფილაქტიკურ ცენტრთან მოხდა. შენობაში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მისულმა მეხანძრეებმა ცენტრის პირველ სართულზე, ერთ-ერთ ოთახში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს.
მეორე მამაკაცის ცხედარი კი შენობასთან ახლოს იპოვეს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით მიყენბული ჭრილობები აღენიშნება.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამაძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






