კახა კალაძე - ჩვენ მივიყვანთ ქართულ ენერგეტიკას დამოუკიდებლობამდე
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:55, 24 Jan, 2014     2531
ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლება შეძლებს ქართული ენერგეტიკა დამოუკიდებლობამდე მიიყვანოს. ამის შესახებ მინისტრმა ყაზბეგის რაიონში "ლარსი ჰესის" პრეზენტაციაზე განაცხადა.
„ლარსი ჰესის“ მშენებლობით უმწვავესი პრობლემის - მთის მოსახლეობის მიგრაციის შეჩერება და ცხოვრებისთვის შესაფერისი სოციალური პირობების შექმნაა შესაძლებელი. ჩემთვის ამ ობიექტის გახსნა ორმაგად მნიშვნელოვანია - უპირველეს ყოვლისა ის, რომ ახალი სიმძლავრე ემატება ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემას და გასული წლის განმვალობაში ეს არის მესამე ამოქმედებული ენერგოობიექტი. ასეთი ობიექტები ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების გარანტიაა, როგორც ვიცი მოწესრიგდა მიმდებარე ინფრასტრუქტურაც, რაც კიდევ დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნის. ამ ულამაზეს ხეობაში, სადაც გადის ტურისტული თუ კომერციული მარშუტები, იქნება სასტუმროები, კვების ობიექტები, იქნება მუდმივი ელექტომომარაგება, ხალხი იქნება დასაქმებული, მოსახლეობა იქნება მოვლენების ეპიცენტრში, ახალგაზრდობისთვის აქ დარჩენა იქნება უკვე საინტერესო და მიმზიდველი, რეგიონი ფეხზე დადგება. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ ერთი რამ _ თითოეული მოქალაქე ვალდებულია სრულყოფილად შეასრულოს ის სამუშაო, რაც მას ევალება, დაწყებული ამ ჰესზე მომუშავე პერსონალით, დასრულებული ქვეყნის მთავრობით”, - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, ქართული ენერგეტიკა ქვეყნის ეკონომიკას მაქსიმალურ განვითარებამდე და კეთილდღეობამდე მიიყვანს. “ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ყველა დარგი, ყველა პროექტი მიბმულია ერთმანეთზე და მხოლოდ ერთობლივი მუშაობა და საერთო ძალისხმევა მოგვცემს ისეთ ეკონომიკურ ეფექტსა და წინსვლას, რაც ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩვენ მივიყვანთ ქართულ ენერგეტიკას დამოუკიდებლობამდე”, - აღნიშნა კალაძემ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42