დავით იაკობაშვილი: კეზერაშვილს უკანონო საქმეებთან კავშირი არ ჰქონია
ბიზნესი & ეკონომიკა - 21:06, 23 Jan, 2014     3999

ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი „ქონიკასთან“ ინტერვიუში იარაღის ვაჭრობასთან მის შესაძლო კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს და დავით კეზერაშვილთან საქმიან ურთიერთობებს იხსენებს. ამასთანავე თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს უკანონო სქემებთან კავშირი არ ჰქონია.

„როდესაც საუბარი იყო რიყეზე სავაჭრო ცენტრის მშენებლობაზე, დავთანხმდი, ეს უფრო სოციალური ნაბიჯი იყო ჩემთვის. 2008 წლის შემდეგ როდესაც ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, ამ პროცესის შეჩერებასთან დაკავშრებით გადაწყვეტილება მიიღეს და პასუხისმგებლობისგან გამათავისუფლეს. სწორედ მაშინ გავიცანი ბატონი კეზერაშვილი, ნორმალური, წარმომადგენლობითი ადამიანი, მაშინ ხელისუფლებაში აღარ იყო, მან შემომთავაზა ის ბიზნესი, რომელიც მაინტერესებს, პირობა იყო საკმაოდ მცირე ინვესტიციების ჩადება აქტივების შემდგომი მოსყიდვით, მას ბიზნესიდან გასვლის სურვილი ჰქონდა, ჩვენ შევთანხმდით, რომ პოლიტიკურ ინტრიგებში არ ჩავერთვებოდით. მან ყველა პირობა შეასრულა, აქტივების გადაცემა 2012 წლის მაისში დაიწყო და ეს პროცესი მთლიანობაში უკვე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დასრულდა.

ჩემი ბიოგრაფია საკმაოდ სუფთაა, არსად ნორმალურ ბიზნესში არ მიმიღებდნენ, თუ რაიმე კავშირი იარაღით ვაჭრობასთან ან ნარკოტიკებთან მექნებოდა, ეს უპრეცედენტო გარიგება იყო და ვფიქრობ, ეს პოლიტიკური თამაშებია.

კეზერაშვილი პატიმრობაშია და მას არ შეუძლია ბრალდებებს უპასუხოს, ვფიქრობ ყველაფერი გაირკვევა“, - განაცხადა იაკობაშვილმა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესი ცოტა წინ დასრულდა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დავით კეზერაშვილის ადვოკატების შუადმგომლობა წინასწარი პატიმრობის სხვა სახის აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის შესახებ.

კეზერაშვილს თებერვლის ბოლოს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა ტელეკომპანია იმედის საქმესთან დაკავშირებით, რომელშიც ასევე ფიგურირებს თბილისის მერი გიგი უგულავა.

გამოძიების ინფორმაციით, 2008 წლის მდგომარეობით ტელეიმედის მფლობელს ჯოზეფ ქეის ხელისუფლების სახელით დაუკავშირდა თავდაცვის მაშინდელი მინისტრი დავით კეზერაშვილი, შეხვდა და „პირდაპირი მუქარით დაიყოლია“ ტელეკომპანიის დათმობაზე, იმ ერთადერთი პირობით, რომ მას გიგი უგულავა აუნაზღაურებდა 10 მლნ აშშ დოლარის გაწეულ ხარჯებს. გამოძიება აცხადებს, რომ „უგულავას მითითებით, ჯოზეფ ქეიმ თავისი წილი გადასცა კეზერაშვილის კონტროლს დაქვემდებარებულ, პანამაში რეგისტრირებულ კომპანია „bordex limited“-ს“.

ამ საქმეზე კეზერაშვილს ბრალად ედება ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ფულის გათეთრება და უკანონო შემოსავლის მიღება, ასევე მითვისება-გაფლანგვა.

ამასთან, კეზერაშვილს კორუფციული ბრალდებები აქვს წაყენებული მეორე საქმეზე. გამოძიების ინფორმაციით, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა 12.3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ქრთამი აიღო 2007 წლიდან 2012 წლამდე პერიოდში ეთილის სპირტის კონტრაბანდული სქემის მფარველობისთვის, რის გამოც გადასახადების დამალვის სახით სახელმწიფომ 49.39 მილიონი ლარი იზარალა.

საქართველოში კეზერაშვილის ადვოკატმა შოთა მინდელმა განაცხადა, რომ მისი კლიენტის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია.

დავით კეზერაშვილი, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილთან დაახლოებული პირია, 2004 წლიდან 2006 წლის ბოლომდე ფინანსური პოლიციის უფროსი იყო, ხოლო შემდეგ, 2008 წლის დეკემბრამდე თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42