თბილისში სურსათის უვნებლობის ფორუმი ჩატარდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:48, 23 Jan, 2014     2595

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია იწყებენ დისკუსიას საჯარო და კერძო სექტორებს შორის დარგის პოლიტიკის შესახებ საქართველოში სურსათის უვნებლობის და ხარისხის სტანდარტების ასამაღლებლად.

სწორედ ამ მიზნით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და სურსათისა და სოფლის მეურნეობის გაეროს ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებითთბილისში სურსათის უვნებლობის ფორუმი „სურსათის უვნებლობა საქართველოში: გამოწვევები და შესაძლებლობები“ გაიმართა. ფორუმს ესწრებოდნენ კერძო კომპანიების, სახელმწიფო უწყებების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ფორუმზე აქცენტი გაკეთდა სურსათის ხარისხისა და უვნებლობის სტანდარტებზე. ასევე ისაუბრეს სურსათის უვნებლობის გასაუმჯობესებლად საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებაზე და განიხილეს მათი შესაძლო გავლენა ადგილობრივ აგრარულ კომპანიებსა და ფერმერებზე.

ფორუმი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით ნატროშვილმა, ევრობანკის კავკასიის, მოლდოვასა და ბელორუსის რეგიონულმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის რეგიონების ინფრასტრუქტურისა და აგრარული წარმოების სამმართველოს უფროსმა, ევგენია სეროვამგახსნეს.

,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და სურსათისა და სოფლის მეურნეობის გაეროს ორგანიზაცია წლებია თანამშრომლობს სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების გასაუმჯობესებლად აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიის და კავკასიის ქვეყნებში. მათი გამოცდილება დაეხმარება საქართველოს თავისი სტანდარტების ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზებაში, ადგილობრივად სურსათის უვნებლობის გაუმჯობესებაში და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლაში. კარგი იქნება თუ აღნიშნული ორგანიზაციები და ქართული კომპანიები მჭიდროდ ითანამშრომლებენ და ჩვენი კომპანიებისთვის ევროსტანდარტებზე გადასვლა იოლად მოხდება“, - განაცხადა დავით ნატროშვილმა.

ფორუმზე სამოცამდე ადგილობრივი აგრარული კომპანიისა და ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელებმა, სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორისწარმომადგენლებთან ერთად განიხილეს ქვეყნის სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ კანონმდებლობაში ამჟამად მიმდინარე ცვლილებებს და იმსჯელეს ქვეყნის სურსათის უვნებლობისა და მონიტორინგის სისტემების გაუმჯობესების საჭიროებაზე. ყველაზე მნიშვნელოვანია სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის კოდექსში შეტანილი ცვლილებები. კოდექსი 2014 წლის გაზაფხულზე შევა ძალაში. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ფორუმის მიმდინარეობისას აღნიშნა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის “ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების” (DCFTA)პირობებიდან გამომდინარე, საქართველოს სურსათის უვნებლობის მაღალი სტანდარტების დანერგვის ვალდებულება აქვს. ახალ რეგულაციებზე გადასვლისა და ახალი სტანდარტების დანერგვის პროცესში მნიშვნელოვანია სრულყოფილი კომუნიკაცია არსებობდეს მთავრობას, ფერმერსა და სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ მეწარმეებს შორის.

როგორც, ევრობანკის კავკასიის, მოლდოვასა და ბელორუსის რეგიონულმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამაღნიშნა, „ევრობანკი მნიშვნელოვანი ინვესტორია საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში. კერძო სექტორის შემდგომი განვითარებისათვის ევრობანკის ძალისხმევის შესაბამისად, მნიშვნელოვანია გამოვლინდეს ისეთი სფეროები სოფლის მეურნეობის სექტორში, სადაც საჭიროა ინვესტიციების მოზიდვა სექტორის შემდგომი მოდერნიზაციის მიზნით და საუკეთესო საერთაშორისო პოლიტიკასთან და სტანდარტებთან დასაახლოებლად. ეს პოზიტიური ნაბიჯი იქნება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში საქართველოს სტანდარტების ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზებისათვის. ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა კერძო სექტორში მოქმედ მწარმოებლებთან და პოლიტიკის განმსაზღვრელებთან ძალიან დროულია. ეს ხელს შეუწყობს გაუმჯობესდეს სოფლის მეურნეობის სექტორის მუშაობა და განვითარდეს სურსათის მიწოდების თანამედროვე არხები და საცალო ვაჭრობის ქსელი”.

ფორუმის მიზანი იყო შეიქმნას საჯარო და კერძო სექტორებს შორის დარგის პოლიტიკაზე დიალოგის პლატფორმა, სადაც სოფლის მეურნეობის სექტორი და მთავრობა საფუძველს ჩაუყრიან თანამედროვე ღირებულებათა ჯაჭვებს და გაუმჯობესებულ საინვესტიციო გარემოს. ასევე უზრუნველყოფენ, რომ ახალი ღონისძიებები ეფექტურად და ინკლუზიურად განხორციელდეს.

„სურსათის უვნებლობა ერთ-ერთი კრიტიკული საკითხია სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისთვის და ჩვენ ველით საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის შესაძლებლობას კერძო სექტორში მოქმედ კომპანიებთან, მთავრობასა და სხვა დაინტერესებულ წრეებთან სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების მიზნით“, - განაცხადა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის რეგიონების ინფრასტრუქტურისა და აგრარული წარმოების სამმართველოს უფროსმა, ევგენია სეროვამ. მან აღნიშნა, რომ „სურსათისა და სოფლის მეურნეობის გაეროს ორგანიზაციასა და ევრობანკს მდიდარი გამოცდილება აქვთ საჯარო და კერძო სექტორებს შორის დარგის პოლიტიკაზე დიალოგის ორგანიზებაში. ბევრ ქვეყანაში ჩაგვიტარებია მსგავსი ღონისძიებები და მიგვაჩნია, რომ ეს ძალიან ძლიერი ინსტრუმენტია სოფლის მეურნეობის სექტორში საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად. ამგვარი დისკუსიები გაგვიმართავს რუსეთსა და უკრაინაში ხორბლისა და რძის პროდუქტების თემაზე, სერბეთში ხორცისა და რძის პროდუქტების წარმოებაზე, ყირგიზეთის სოფლის მეურნეობის სექტორის საინვესტიციო კლიმატსა და სხვა საკითხებზე“.

საქართველოს სოფლის მეურნეობა და სურსათის წარმოება მომდევნო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან ცვლილებებს დაექვემდებარება. ეს ფორუმი საეტაპო მოვლენა იყო დარგის წარმომადგენელთა გაერთიანების და მთავრობასთან აქტიური ურთიერთობის კუთხით. ფერმერებს და კომპანიებს შეუძლიათ ამ ცვლილებებით ისარგებლონ, აწარმოონ და ივაჭრონ უვნებელი საკვები პროდუქტებით, რათა ბაზარზე უფრო მძლავრად წარმოჩინდნენ.

ევრობანკი უმსხვილესი ინვესტორია საქართველოს კერძო სექტორში. 2014 წლის იანვრის მდგომარეობით ევრობანკს ქვეყანაში ინვესტირებული აქვს €1.83 მილიარდზე მეტი ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებში განხორციელებული 165 პროექტის საშუალებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42