ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მადრიდში საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:31, 23 Jan, 2014     2233

2014 წლის 22 იანვრიდან 26 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთში, ქალაქ მადრიდში, საერთაშორისო ტურიზმის გამოფენა- ბაზრობაში „FITUR 2014” მონაწილეობს. აღნიშნული გამოფენა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია მსოფლიოში, მასში 10 644 კომპანია მონაწილეობს 166 ქვეყნიდან, 7 532 ჟურნალისტი ესწრება და საშუალოდ 124 700-მდე ვიზიტორი სტუმრობს. ზემოხსენებულ გამოფენაში საქართველო უკვე მე-7 წელია მონაწილეობს.

„FITUR 2014”-ში საქართველოს სტენდზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, წარმოდგენილნი არიან შემდეგი კომპანიები: Visit Georgia, Georgica Travel, Georgian Discovery Tours, Caucasus Travel და Concord Travel.

ესპანეთი საქართველოსთვის ერთ-ერთ მიზნობრივ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2012 წლიდან 2013 წლამდე (2013 წლის 11 თვის მონაცემებით) ესპანეთიდან დაფიქსირდა ტურისტების 26% -იანი ზრდა.

FITUR 2014 ესპანეთის პრინცმა ფილიპმა გახსნა, გამოფენის ოფიციალურ გახსნას ასევე ესპანეთის ტურიზმის, ენერგეტიკისა და ინდუსტრიის მინისტრი ხოსე მანუელ სორია, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთის სამფოში ზურაბ პოლოლიკაშვილი ესწრებოდნენ. ოფიციალური გახსნის შემდეგ მათ მოინახულეს საქართველოს სტენდი, ბატონმა სორიამ გამოთქვა მზადყოფნა ესპანეთი-საქართველოს ერთობლივი ბიზნეს ფორუმის ჩასატარებლად და ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალურად მოიპატიჟა.

საქართველოს სტენდი ევროპის რამოდენიმე ქვეყნის მინისტრთან ერთად მოინახულა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის პროგრამის კოორდინატორმა ბექა ჯაყელმა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აპრილის თვეში დაგეგმილია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ტალებ რიფაის ვიზიტი საქართველოში, სადაც მას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უმასპინძლებს, დაგეგმილია ასევე ტალებ რიფაის შეხვედრები სხვა მაღალი რანგის პირებთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42