სამცხე-ჯავახეთში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 25 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:03, 22 Jan, 2014     2617

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს, აკაკი მაჭუტაძესა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე მინისტრმა გუბერნატორს, მხარის მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს 2014 წელს რეგიონში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პროექტების განხორციელებას რამდენიმე მიმართულებით გეგმავს, მათ შორის, გზებისა და წყალ-კანალიზაციის მშენებლობა-რეაბილიტაციის, მყარი ნარჩენების მართვის კუთხით და სხვა.

ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებად რეგიონში 2014 წელს წყალ-კანალიზაციის მშენებლობა-რეაბილიტაცია გამოიკვეთა. შესაბამისი სამუშაოები დაიწყება ახალციხეში, წაღვერში, ლიკანსა და ასპინძაში. წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. დასახელებული პროექტების საერთო ღირებულება 7 189 300 ლარს შეადგენს.

მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა გზების მშენებლობა-რეაბილიტაციასაც. ამ მიმართულებით 2014 წელს სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 3 800 000 ლარს დახარჯავს. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის, მლაშე-მოხე-დერცელის და ხაშური-ახალციხე-ვალეს (2 მონაკვეთი) საავტომობილო გზებს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები აწარმოებენ.

გასულ წელს დაიწყო და 2014 წელს დასრულდება ახალციხის ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა. წელსვე ექსპლოატაციაში შევა ასპინძის, ნინოწმინდის, ახალციხისა და ბორჯომის ნაგავსაყრელები. პროექტებისთვის სამინისტრომ, შპს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან“ ერთად, 386 500 ლარი გამოყო.

გარდა ამისა, 2 190 000 ლარი დაიხარჯება სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. არსებული თაღოვანი სელედუკის (ღვარცოფგამტარი) გაბარიტების გაზრდის მიზნით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზას. ხაშური-ახალციხე-ვალე-თურქეთის საზღვრის საავტომობილო გზაზე კი მოეწყობა მდინარე ფოცხოვზე ახალი სახიდე გადასასვლელი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება მდინარე ხევისწყალზე არსებულ სახიდე გადასასვლელს. აღნიშნულ პროექტებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს.

გარდა რეგიონული განვითარების სამინისტროს ბიუჯეტით დაგეგმილი სამუშაოებისა, შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებისთვის დამტკიცებული პროექტები.

მიმდინარე წელს, პირველ ეტაპზე, სამცხე-ჯავახეთში სულ 11 570 015 ლარის ღირებულების 25 პროექტი დამტკიცდა. 18 პროექტი - გზებისა და ხიდების რეაბილიტაცია; 2 პროექტი - წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება; 5 პროექტი - ეზოებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

ჯამში, 2014 წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 13 565 800 ლარს დახარჯავს, ხოლო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტები ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად დამატებით 11 570 015 ლარს მიიღებენ, რომლითაც 25 პროექტს განახორციელებენ. საბოლოოდ, სამცხე-ჯავახეთში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 25 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42