კახეთში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 112 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:31, 20 Jan, 2014     2396

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ კახეთის გუბერნატორ ირაკლი შიოლაშვილთან და მხარის გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებთან შეხვედრა გამართა.

სამუშაო შეხვედრაზე მინისტრმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა იმ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომლის განხორციელებასაც სამინისტრო 2014 წელს რეგიონში გეგმავს. საუბარი შეეხო საავტომობილო გზების რეაბილიტაციას, წყალმომარაგების სისტემების გამართვას, მყარი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებსა და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებად 2014 წელსაც საავტომობილო გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია რჩება. ამისათვის სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ერთად, რეგიონში 26 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვას აპირებს. გაგრძელდება წნორი-დედოფლისწყარო-ქვემო ქედის, ულიანოვკა-ბოდბე-გამარჯვების, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზების რეაბილიტაცია. დაიწყება თუშეთის გზის უსაფრთხოების ღონისძიებები, აგრეთვე, ფშაველი-აბანო-ომალოს, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის, ახმეტა-თელავი ბაკურციხისა და სხვა საავტომობილო მონაკვეთების რეაბილიტაცია.

გარდა ამისა, 2014 წელს მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა წყალმომარაგების საკითხების მოგვარებას, რომლისთვისაც 19 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. მიმდინარე წელს მოხდება თელავის, გურჯაანის, სიღნაღის, ახმეტის, ლაგოდეხის, ყვარლის, საგარეჯოს, თელავი-კურდღელაურისა და წნორის წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს, ხოლო ადმინისტრირებას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გასწევს.

2014 წელს ჩატარდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდინარე ალაზნის შესართავთან, მდინარე კაპარჩაის კალაპოტის ნაპირსამაგრი სამუშაოები. ნაპირგამაგრება მოხდება, ასევე, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარდენახში მდინარე მღვრიეხევზე. გამაგრდება, ასევე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გურგენიანში მდინარე ჭვარტლისხეევის სანაპირო ზოლიც. ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდება, აგრეთვე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის წნორი-ბოდბისხევის მონაკვეთზე.

2014 წელსვე მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას საგარეჯოსა და თელავის ნაგავსაყრელების კეთილმოწყობა აქვს დაგეგმილი. აგრეთვე, ექსპლუატაციაში შევა გურჯაანის, ყვარლის, სიღნაღის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს ნაგავსაყრელები. დაგეგმილია ამ ნაგავსაყრელების პოლიგონების შემოღობვაც.

გარდა ამ სამუშაოებისა, დაგეგმილია კახეთის კულტურული მემკვიდრეობის ზონის რეაბილიტაცია და ტურისტული ზონის მოწყობაც. აღნიშნულ სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი კულტურის სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით განახორციელებს.

გარდა რეგიონული განვითარების სამინისტროს ბიუჯეტით დაგეგმილი სამუშაოებისა, შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კახეთის მუნიციპალიტეტებისთვის დამტკიცებული პროექტები, მათი დაწყებისა და განხორციელების ვადები.

რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ უკვე დაამტკიცა 85 პროექტი, რომელიც 2014 წელს კახეთში განხორციელდება. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა გზებისა და ხიდების რეაბილიტაცია (43 პროექტი), კულტურის სახლისა და სხვა შენობების რეაბილიტაცია (3 პროექტი), წყლისა და კანალიზაციის მოწესრიგება (26 პროექტი), ნაპირსამაგრი სამუშაოები (13 პროექტი) სანიაღვრე არხებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

მთლიანობაში, 2014 წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კახეთის რეგიონში 95 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს, ხოლო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტები ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად დამატებით 17,5 მილიონ ლარს მიიღებენ, რომლითაც 85 პროექტს განახორციელებენ. ჯამში, კახეთში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 112 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42