ფადი ასლი ახალი ხელისუფლების კარჩაკეტილობით უკმაყოფილოა
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:09, 24 Nov, 2012     636

,,ქვეყანაში არსებული მდგომარეობით შეშფოთებული ვარ. სოციალური არასტაბილურობა და გაფიცვები ინვესტორებისთვის ცუდი გზავნილია. საქართველოს ეკონომიკა ძირითადად უცხოურ კაპიტალზეა დამოკიდებული და თუ ისინი დაფრთხებიან, დეფიციტი წარმოიქმნება და ლარის გაუფასურება დაიწყება. ამ ორი თვის განმავლობაში არც ერთი უცხოური ინვესტიცია არ შემოსულა და ჩემი პროგნოზით, ეს სიტუაცია უახლესი 3 თვის განმავლობაში არ გამოსწორდება. დრო არ ითმენს, მთავრობამ სასწრაფოდ სამოქმედო გეგმა უნდა შეიმუშაოს. თუმცა მინდა, აღვნიშნო, რომ მმართველი გუნდიდან ბიზნესთან თანამშრომლობის არანაირი ინიციატივა არ მოდის. არც კი ვიცით, ვის უნდა მივმართოთ. ძველი მთავრობა ყოველთვის მზად იყო ინვესტორებთან შესახვედრად, ახალი მთავრობა კი არც ტელეფონის ზარებს და არც ელექტრონულ წერილებს პასუხობს.პრემიერ-მინისტრის ინიციატივა იმის შესახებ, რომ საინვესტიციო პროექტების 75% საკუთარი ფულით დააფინანსოს, ერთის მხრივ, კარგი ნაბიჯია, მაგრამ მეორეს მხრივ, დიდ შეკითხვებს აჩენს. ვინ გაბედავს ისეთ არეალში შესვლას, სადაც კონკურენტი თავად მთავრობის მეთაურია?! მისია როგორც ფინანსები, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლება. ეს მმართველობის ცუდი ფორმაა. რადგან ინტერესთა კონფლიქტია. ფაქტობრივად, ძველი მთავრობის ჩანაცვლებაა, რომელიც ბიზნეს-პროცესებში აქტიურად იყო ჩართული", - აცხადებს ფადი ასლი.

მისივე თქმით, თურქი ინვესტორები, რომლებთან ძველ მთავრობასთან ენერგეტიკულ პროექტებზე მემორანდუმები გაფორმებულები ჰქონდა, დღეს უკვე საქართველოთი არ ინტერესდებიან.

"თურქ ინვესტორებს არ მოეწონათ განცხადება ელექტროენერგიის ტარიფების გაიაფებასთან დაკავშირებით, რადგანაც ინვესტიციების ამოღებას სწორედ იქიდან გეგმავდნენ. ერთ-ერთმა ბიზნესმენმა უკვე გადაწყვიტა, პროექტი მაკედონიაში წამოიწყოს, ვინაიდან დღეს იქ უკეთესი გარემოა", - განაცხადა ასლმა და ახალ მთავრობას მოუწოდა, ასეთი ტიპის განცხადებების გაკეთებას ყურადღებით უნდა მოეკიდოს.

ამასთან, საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ივანიშვილის იმ ინიციატივასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ის მზადაა, საინვესტიციო პროექტების დიდი ნაწილი საკუთარი ფულითაც დააფინანსოს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42