მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივებმა ეკონომიკას მხოლოდ ნეგატივი მოუტანა - კახა ბენდუქიძე
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:33, 18 Jan, 2014     3730

ბიზნესმენი კახა ბენდუქიძე საქართველოს ეკონომიკურ გარემოს აფასებს. ბენდუქიძის განცხადებით ახალმა ხელისუფლებამ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მიერ არჩეული კურსი ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით შეცვალა და პრობლემა სწორედ აღნიშნულმა გამოიწვია.

„ინფლაცია რომ ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას, ეს არ ვიცი საიდან არის მოტანილი, ალბათ ამის თქმა მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, რომლებიც მეოცე საუკუნის წიგნებს კითხულობენ.

არ მგონია დღეს არსებობდეს გონიერი ეკონომისტი, რომელიც იტყვის, რომ ინფლაცია ეკონომიკის განვითარებას ხელს შუწყობს, ეს ზღაპარია. მაკროეკონომიკურად ამ მოსაზრებას არავითარი ეკონომიკური საფუძველი არ გააჩნია.

ლარის კურსის ვარდნა რა თქმა უნდა უსიამოვნო მომენტია, მაგრამ აქ უფრო ფუნდამენტალური გადაწყვეტილებებია მისაღები.

საქართველოში 2004 წლიდან დაწყებული ბევრი რეფორმა ჩატარდა და მივიღეთ რაღაც ტიპის ეკონომიკური მანქანა, რაც მემკვიდრეობით გადაეცა ახალ ხელისუფლებას. არჩევნებმა ამ მანქანის ახალი მძღოლი შეარჩია. ამ მძღოლს ორი შესაძლებლობა აქვს, განაგრძოს იგივე მანქანით მოძრაობა ან მისი სასწრაფო გადაკეთება დაიწყოს. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო ის, რომ მძღოლმა იმის მაგივრად რომ გაეგრძელებინა ამ მანქანით სვლა, მან დაიწყო ამ მანქანის გადაკეთება.

ყველა ის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლებიც შარშან განხორციელდა, მათ არავითარი პოზიტიური წვლილი ეკონომიკის ზრდისთვის არ მოუტანია, მაგრამ მოუტანა ნეგატიური. 3 %-იანი ზრდა შეუძლებელია წარმატებულად ჩაითვალოს საქართველოსთვის.

შეიქმნა განცდა, რომ ამ მანქანას ბევრჯერ გადააკეთებენ... ეს ბიზნესს არ უზრდის ნდობის ხარისხს. ეს დიდ გაურკვევლობას იწვევს ბიზნესში და განსაკუთრებით უცხოელ ინვესტორებში.

ძალიან შეზღუდული უნდა იყოს კანონშემოქმედებითი საქმიანობა, პრემიერმა ეს თავად უნდა გააკონტროლოს, სხვანაირად იქნება არეულობა.

რაც შეეხება ინფლაციას, მე მნიშვნელოვან ინფლაციას არ ველდები. შესაძლოა გარკვეულ პროდუქტებზე გაიზარდოს ფასები, მაგრამ ჯამური ინფლაცია იქნება ასე თუ ისე სტაბილური. თუ ამ მანქანის სწრაფ გადაკეთებას მთავრობა თავს დაანებებს, მაშინ შანსი არის იმისა, რომ ჩვენი ეკონომიკა განვითარების კუთხით სვლას განაგრძობს.“, - განაცხადა კახა ბენდუქიძემ „ბიზნესკურიერთან“ საუბრისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42