რეჟისორი გია კაჭარავა მამა გაბრიელზე ფილმს გადაიღებს,-ამის შესახებ ექსკლუზიურად „ამბები.გე“ წერს. გადაღებები გაზაფხულზე უნდა დაიწყოს.
ფილმში 60-მდე მსახიობი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც კასტინგით შეირჩევიან. კასტინგზე შეარჩევენ მამა გაბრიელის როლის შემსრულებელსაც.
როგორც ფილმის ერთ-ერთი პროდუსერი და მსახიობი დავით ქაცარავა ამბობს, ამ როლზე სამი სხვადასხვა ასაკის მსახიობი უნდა აირჩიონ:
„გაბრიელ ბერის პერსონაჟი სამმა მსახიობმა უნდა განასახიეროს (ბერის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპი რომ ზუსტად აისახოს). ამისთვის უნდა შევარჩიოთ 12-14 წლის ასაკის და 25-35 წლის ასაკის მსახიობები და მსახიობი, მამა გაბრიელის როლი უკვე ცხოვრების ბოლო ეტაპზე რომ ითამაშოს... „- ამბობს ქაცარავა ,,ამბები.გესთან“ ინტერვიუში.
თავად მსახიობი დავით ქაცარავა ფილმში ამირან ქრისტესიაშვილის როლს ითამაშებს.
„ის განასახიერებს იმ სისტემას, რომელიც მამა გაბრიელსა და მართლმადიდებლურ სარწმუნოებას საბჭოთა კავშირის დროს ებრძოდა.
ამირანი "კაგებეს" გენერალი გახლავთ და იმ დღიდან, როგორც კი მამა გაბრიელი ამ გაზაზე დგება, მიჰყვება და ცდილობს, გაანადუროს, გატეხოს. ამირან ქრისტესაშვილი არის რეალურად, საბჭოთა კავშირის სიტემის განსახიერება. მოკლედ, ძალიან ცუდ ადამიანს ვთამაშობ.“-ამბობს მსახიობი.
მასალის გამოყენების პირობები