რას მოხმარდება კახეთის რვა რაიონისათვის გამოყოფილი თანხები
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:47, 16 Jan, 2014     4924

2014 წელს ახმეტის მუნიციპალიტეტის განვითარებას 1 998 179,5 ლარი მოხმარდება

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ახმეტას ამ მომენტისთვის 1 998 179, 5 ლარი გამოეყო, რომლითაც 5 პროექტი დაფინანსდა. აღნიშნული თანხით მოხდება მუნიციპალიტეტში დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

ქალაქ ახმეტაში დაგეგმილია დამწვარი კულტურის სახლის რეაბილიტაცია. აღმაშენებლის ქუჩა კი ასფალტობეტონის საფარით მოპირკეთდება. თანხა გამოიყო დუისი-ომალოს დამაკავშირებელი გზის დარჩენილი მონაკვეთის მოასფალტებისთვისაც. ასევე დაგეგმილია სოფელ მატნის წყალსადენისა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია.

წელს განსახორციელებელ პროექტებს შორის ქალაქ ახმეტაში მდინარე ორვილის ნაპირსამაგრი ნაგებობების რეაბილიტაციაც მოხვდა. დაფინანსებული პროექტის ფარგლებში კალაპოტი ნატანისგანაც გაიწმინდება.

დედოფლისწყაროში 1 778 095 ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

2014 წელს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 1 778 095,7 ლარს მიიღებს. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი პროექტების მიხედვით, ზემო მაჩხაანის რეზერვუარებამდე ახალი წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი მოეწყობა; ქალაქ დედოფლისწყაროში, ალადაშვილი ქუჩისა და კახეთის ქუჩის დარჩენილ მონაკვეთებზე რეაბილიტაცია ჩაუტარდება ასფალტის საფარს და მოეწყობა ძველ სასაფლაოსთან მისასვლელი გზა. ასევე, ასფალტის საფარი მოეწყობა თერგის, არხოტისა და პ. ბაგრატიონის ქუჩებზე. რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფ. სამრეკლოში, სტალინის ქუჩიდან თამარის ქუჩის ბოლომდე მიმავალ გზასაც. აღნიშნული პროექტებიის შესახებ უკვე იმსჯელა რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ და მათ დადებითი რეკომენდაციაც გაუწია.

მთლიანობაში დედოფლისწყაროში ამ ეტაპზე 7 პროექტია დამტკიცებული.

გურჯაანში 3 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

საქართველოს მთავრობამ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2014 წლისთვის დასაფინანსებელი პროექტები უკვე დაამტკიცა.

კახეთში განსახორიცლებლად 17 549 065 ლარის ღირებულების 85 პროექტი დამტკიცდა. აქედან გურჯაანში 3 074 386,2 ლარის ღირებულების 27 პროექტი განხორციელდება.

წარმოდგენილი პროექტების მიხედვით იგეგმება:

• ქ. გურჯაანი - 9 აპრილის ქ. N48-ში მდებარე ავარიული კორპუსის გამაგრება;

• ქ. გურჯაანი - ჭანტურიას ქუჩის მოასფალტება;

• ქ. გურჯაანი - ერეკლე II-ის ქუჩის მოასფალტება;

• ქ. გურჯაანი - ლეონიძის ქუჩის მოასფალტება ლეონიძის მეორე ჩიხთან ერთად;

• ქ. გურჯაანი - ლესელიძის ქუჩის მოასფალტება;

• სოფ. ვაჩნაძიანი - წყლის სისტემის რეაბილიტაცია;

• სოფ. ზემო კაჭრეთი - სასმელი წყლის სისტემის შიდა ქსელების რეაბილიტაცია;

• სოფ. ვაზისუბანი - სასმელი წყლის სისტემის შიდა ქსელების რეაბილიტაცია;

• სოფ. ძირკოკი - გაბიონის მოწყობა;

• სოფ. კოლაგი - სასმელი წყლის სისტემის შიდა ქსელების რეაბილიტაცია;

• სოფ. ქოდალო - სანაპიროს გამაგრება (გაბიონი);

• კახიფარი - საავტომობილო ხიდების ნაწილობრივი რეაბილიტაცია;

• სოფ. ახაშენი - შიდა სასმელი წყლის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები;

• სოფ. ვეჯინი - ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები;

• სოფ. ზეგაანი- ცენტრალური გზის მოასფალტება;

• სოფ. მუკუზანი - ჭაბურღილის მოწყობა;

• სოფ. კახიფარი - სანიაღვრის მოწყობა;

• სოფ. გურჯაანი - ჭაბურღილის მოწყობა და სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია;

• სოფ. კალაური - სასმელი წყლის სისტემის შიდა ქსელების რეაბილიტაცია;

• სოფ. კაჭრეთი - სასმელი წყლის სისტემის შიდა ქსელების რეაბილიტაცია;

• სოფ. კარდენახი - ახალი ჭაბურღილის მოწყობა და სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია;

• ჩუმლაყის თემი - შიდა სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები და ჭაბურღლის მოწყობა;

• სოფ. ჩალაუბანი - ჭაბურღილის მოწყობა;

• ქ. გურჯაანი - საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია;

• ქ.გურჯაანი - ახმეტელის ქუჩის მოასფალტება;

• ქ.გურჯაანი - დუმბაძის ქუჩის მოასფალტება;

• სოფ. ვაჩნაძიანი - გზის მოასფალტება.

შეგახსენებთ, რომ პროექტების შემუშავებას მუნიციპალიტეტები და გუბერნატორები ახდენენ, თავადვე განსაზღვრავენ პრიორიტეტებს, ხოლო მათი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება. პროექტებს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისია ამტკიცებს. საბოლოო გადაწყვეტილებას კი საქართველოს მთავრობა იღებს.

ყვარელში 1,5 მილიონი ლარის პროექტები დაფინანსდა

ყვარლის მუნიციპალიტეტი წელს პირველ ეტაპზე პრიორიტეტული პროექტების განსახორციელებლად 1 550 150 ლარს მიიღებს, რომლითაც 3 პროექტი განხორციელდება.

ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სოფელ შილდას სასმელი წყლის შიდა ქსელის და სამარაგო რეზერვუარის რეაბილიტაცია ჩაუტარდება; ქ. ყვარელში კუდიგორის ქუჩის დასავლეთი მონაკვეთის რეაბილიტაცია განხორციელდება; ასევე, დაგეგმილია სოფელ ახალსოფლის კულტურულ-სპორტულ -გამაჯანსაღებელი ცენტრის რეაბილიტაცია.

ლაგოდეხში 2 მილიონამდე ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი პირველ ეტაპზე 1 951 541 ლარის დაფინანსებას მიიღებს, რომლითაც 4 პროექტი განხორციელდება.

ქ. ლაგოდეხში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე კულტურისა და დასვენების ტყე-პარკი რეაბილიტაციას საჭიროებს. საჭირო დაფინანსების მიღების მიზნით, ლაგოდეხის თვითმმართველობამ რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას უკვე მიმართა. კომისიამ საკითხის შესწავლის შემდეგ პროექტის დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო.

ასევე, ქალაქ ლაგოდეხში 2014 წელს დაგეგმილია სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია; სოფ. ვარდისუბანში ცენტრალურ ქუჩაზე მოეწყობა ასფალტის საფარი. გზის საფარი მოწყობა სოფ. ჭიაურშიც.

სოფ. ქვ. გურგენიანისთვის პრიორიტეტული წელს ხიდის რეაბილიტაციაა.

საგარეჯო 2 348 400 ლარის ინფრასტრუქტურულ პროექტებს განახორციელებს

2014 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საგარეჯოს მუნიციპალიტეტი პროექტების განსახორციელებლად 2 348 400,0 ლარს მიიღებს. აღნიშნული თანხით მოხდება სოფელ მანავიდან დიდ ჩაილურში სასმელი წლის ქსელის გაყვანა და მოეწყობა დამატებით კიდევ ერთი ჭაბურღული; რებილიტაცია ჩაუტარდება ლამბალო–თულარის ხიდს, ასევე, სოფ. ვერხვიანის ცენტრალურ გზას; ხევისუბანში მოეწყობა ხევზე გადასასვლელი ხიდი. მოწესრიგდება პატარძეულის სათავე ნაგებობები და წყალსადენის შიდა ქსელი; წყლის სათავე ნაგებობა მოეწყობა სოფ. თოხლიაურშიც, სადაც ჩატარდება გაბიონის მოწყობის სამუშაოებიც. სოფ. ნინოწმინდაში რებილიტაცია ჩაუტარდება 400 მ3 მოცულობის რეზერვუარსა და 15 კმ სიგრძის შიდა ქსელებს. ხოლო სოფ. უდაბნოში აშენდება საბავშვო ბაღი.

რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ აღნიშნული პროექტები უკვე განიხილა და დადებითი რეკომენდაციაც გაუწია. ჯამში საგარეჯოს 9 პროექტი დაუმტკიცდა.

სიღნაღს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 12 პროექტი დაუფინანსდა

2014 წელს სიღნაღის მუნიციპალიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 1 738 640,0 ლარს მიიღებს. აღნიშნული თანხით რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფელ ილიაწმინდაში არსებულ ხიდს, სოფელ მაღაროში - საავადმყოფოს უბანში მოწეყობა ახალი ჭაბურღილი და წყალსადენი ქსელი. ჭაბურღილი მოეწყობა და ხევი გაიწმინდება ასევე სოფელ საქობოშიც. მოასფალტდება სოფელ ძველი ანაგის მთავარი გზა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ორმილის ხევიდან ანაგაში ჩამავალ ზარიაულის წყალსადენ ქსელს, მაღაროსა და ბოდბეში (მაჭარაანთ უბანში) მოეწყობა კიუვეტები, მოასფალტდება სოფელ ნუკრიანისა და ჭოტორის დასახლების გზა. სოფელ ვაქირში, ცენტრალური გზიდან სკოლამდე ასფალტ-ბეტონის გზის საფარი და გარე განათება მოეწყობა; ქ. სიღნაღში, ერეკელე მე-2 ქუჩაზე სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია განხორციელდება, ხოლო სოფელ ქვემო მაჩხაანში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ცენტრალურ გზას.

აღნიშნული პროექტები რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის მიერ უკვე დამტკიცებულია. ჯამში სიღნაღის მუნიციპალიტეტში 12 პროექტი განხორციელდება.

თელავისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 3 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო

2014 წელს თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ სამუშაოებს შორის პროირიტეტად ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ქუჩების გრუნტიანი საფარის კეთილმოწყობა დასახელდა. რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიისთვის წარდგენილი და შემდგომ უკვე დაფინანსებული პროექტების მიხედვით, თელავის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია:

• ქ. თელავში, ბურბუთაშვილის ქუჩის გრუნტიანი საფარის კეთილმოწყობა 2 554 კვ.მ–ზე. საჭიროა მისი მოასფალტება, ნიაღვარმიმღებების მოწყობა დამცავი საყრდენი კედლებით;

• ქ.თელავში, ზუზუმბოს ქუჩა ჩიხებით – გრუნტიანი საფარის კეთილმოწყობა 4018 კვ.მ–ზე. საჭიროა მისი მოასფალტება ტროტუარებით;

• ქ. თელავის კიროიონის ქუჩა შესახვევებით - გრუნტიანი საფარის კეთილმოწყობა 5 180 კვ.მ–ზე. საჭიროა მისი მოასფალტება ნაწილობრივ, ქვაფენილის მოწყობა ტროტუარებით და ნიაღვარმიმღებების მოწყობა;

• ქ. თელავი, დადიანის ქუჩა – გრუნტიანი საფარის კეთილმოწყობა 1412 კვ.მ–ზე. საჭიროა მისი მოასფალტება და ტროტუარების მოწყობა;

• ქ. თელავი, ლიონიძის ქუჩა – დაზიანებული ქვაფენილიანი 600კვ.მეტრი ფართობის რეაბილიტაცია ახალი ქვაფენილის მოწყობით და გარე განათებით;

• ქ. თელავი, ჭავჭავაძის ჩიხი – გრუნტიანი 420 კვ. მეტრის ფართზე ქვაფენილის მოწყობა, ნიაღვარგამტარით და განათებით;

• ქ. თელავი, ციციშვილის ქუჩა – გრუნტიანი 2100კვ. მეტრი გზის მოასფალტება, გარე განათების მოწყობა;

• ქ. თელავი, ვახუშტის ქუჩა – გრუნტიანი 2800კვ. მეტრი გზის მოასფალტება, გარე განათების მოწყობა;

• ქ. თელავი, რუსთაველის გამზ - 6 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის, ეზოების, მისასვლელების, 3700 კვ. მეტრი დაზიანებული ტერიტორიის კეთლმოწყობა, მოასფალტება, გარე განათების მოწყობა;

• ქ. თელავი, ბათუმის ქუჩა – არსებული გრუნტიანი საფარის კეთილმოწყობა 4800 კვ.მ–ზე. საჭიროა მისი მოასფალტება, ტროტუარების და ნიაღვარმიმღებების მოწყობა;

• სოფ. კურდღელაურის, ვარდისუბნის და გულგულის ტერიტორიაზე გამავალი თელავის ხევის რკინა-ბეტონის კალაპოტის გაწმენდა ნატანისაგან 4,5 კილომეტრის მანძილზე;

• სოფ. კურდღელაურის დაზიანებული მოასფალტებული გზის და ნიაღვარგამტარების რეაბილიტაცია;

• სოფ. კისისხევი-შალაურის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე ე.წ. ,,ვაკის” არსებულ ხევზე მილხიდების და ნაპირსამაგრების რეაბილიტაცია;

• სოფ. იყალთოში წყალსადენის დ=150 მმ 1,9 კმ დაზიანებული წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია ჩამკეტი არმატურით;

• ქ. თელავი, გვირაბის ქუჩა – დაზიანებული ქვაფენილიანი 4200 კვ.მეტრი ფართობის რეაბილიტაცია ახალი ქვაფენილის მოწყობით, გარე განათებით;

• სოფ. წინანდალი - რკინიგზის სადგურისაკენ მიმავალი შიდა ცენტრალურ ნაწილში მდებარე 0,6, კმ გრუნტიანი გზის მოასფალტება ნიაღვარგამტარების მოწყობით;

• სოფ. ვარდისუბანი - მერეს უბანში "მიწი-ორღობეში“ სასმელი წყლის დრენაჟის მოწყობა, "ჭინჭრიანის და ორაგუბის" ხეობაში არსებული დრენაჟების რეაბილიტაცია საჭირო რაოდენობის ქსელის მოწყობით.

აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ თელავის მუნიციპალიტეტის 3 109 673 ლარის დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო. მთლიანობაში ამ თანხით 17 პროექტი განხორციელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42