კახა კალაძემ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:19, 16 Jan, 2014     2430

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ელექტროგამანაწილებელ ქსელში არსებულ პრობლემებზე კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეები და სემეკის თავმჯომარე ირინა მილორავა დაესწრო.

"დღეს ჩვენი ინიციატივით იმართება ეს შეხვედრა. დიდთოვლობის გამო ბოლო პერიოდში ძალიან სერიოზული გათიშვები გვქონდა აჭარის რეგიონში და არ მოგვეცა საშუალება, შევხვედროდით და გვესაუბრა იმ პრობლემებზე, რომელიც ქსელში არსებობს. ზაფხულში მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონების ხელმძღვანელებს შევხვდით და ქსელში არსებული პრობლემების შესახებ ყველა გამგებელი საუბრობდა და თქვენგან ითხოვდნენ დახმარებას. ეს პრობლემა გუშინ და დღეს არ დაწყებულა. წლების განმავლობაში ქვეყანაში ეს პრობლემა არსებობდა, თუ წინა ხელისუფლება ამაზე თვალს ხუჭავდა და არ აკეთებდა შენიშვნებს, მე და ჩემი გუნდი ასე არ მოვიქცევი.

ძალიან სერიოზული პრობლემებია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ელექტროგამანაწილებელ ქსელში, უკმაყოფილო ვართ ენერგეტიკის სამინისტრო და ქვეყნის მოსახლეობა და ამ ყველა პრობლემას ჭირდება გადაჭრა.

ასევე მინდა გამოვეხმაურო, გუშინ ოზურგეთის რაიონში მომხდარ ფაქტს, როდესაც უცებ მივარდილმა ძლიერმა ძაბვამ მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ტექნიკა დაუწვა. კომპანიის არცერთი ხელმძღვანელი, გარდა პიარის ერთ-ერთი თანამშომლისა, არ გამოვიდა და მოსახლეობას არ აუხსნა, რა მოხდა და რითი შეძლებდა კომპანია მათ დახმარებას. მე ვავალებ შემს მოადგილეებს, რომ უახლოეს პერიოდში მოიძიონ ინფორმაცია, თითოეული ოჯახის შესახებ და კომპანიას აანაზღაურებინონ მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი, თუ შეკეთებას დაექვემდებარება, შეუკეთონ დაზარალებულ ოჯახებს ტექნიკა და თუ არადა, ახალი შეუძინონ.

ასევე, დავალებას ვაძლევ კომპანიას და სემეკს, წარმოადგინონ გეგმა ინვესტიციებთან დაკავშირებით, რომელიც განხორციელდება ქვეყანაში ქსელის გაუმჯობესების კუთხით. კომპანია ვალდებულია, რომ ელექტროენერგიის მიწოდება უწყვეტ რეჟიმში იყოს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42