2014 წელს პოლონეთი საქართველოსთვის მიზნობრივ ტურისტულ ბაზრად რჩება
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:17, 15 Jan, 2014     2306

პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი სიგუას ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ვარშავაში წამყვანი ტურ-ოპერატორებისა და ჟურნალისტებისთვის საქართველოს ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია მოეწყო. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა შეკრებილ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში არსებულ ზამთრის კურორტებსა და ზოგადად ტურისტულ სფეროში არსებულ სიახლეებზე.

შეხვედრა პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა გახსნა. მან ხაზი გაუსვა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში პოლონელი ტურისტების რაოდენობის ზრდას. მისი განცხადებით ამ პროცესს ხელი შეუწყო ასევე ორ ქვეყანას შორის პირდაპირმა საჰაერო მიმოსვლამ და რეისების სიხშირემ. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ზრდის ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება.

2013 წელს პოლონეთიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 80%-ით გაიზარდა. კვლევების თანახმად პოლონეთი ევროკავშირის ქვეყნებს შორის პირველ ადგილს იკავებს ვიზიტორთა რაოდენობითა და მათი ზრდის დინამიკით.

„2014 წელს, ჩვენ უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობთ საქართველოს პოზიციონირებას პოლონეთის ბაზარზე, იგეგმება უფრო ფართომასშტაბიანი სარეკლამო კამპანიების ჩატარება, მოთხოვნის ზრდასთან ერთად მოსალოდნელია დამატებითი რეისების დანიშვნაც“ - განაცხადა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ.

პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მიმდინარე წელს საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ფართო მასშტაბიანი სარეკლამო კამპანია დაიწყება. იგეგმება პოლონეთში ქართული დღეების გამართვაც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42