"ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში"2014 წელს საქართველო მსოფლიოს 178 ქვეყანას შორის, 72,6 ქულით 22-ე პოზიციაზეა.
საერთაშორისო ორგანიზაცია "ჰერიტიჯის ფონდის“ ინფორმაციით წლევანდელ ინდექსში ეკონომიკური თავისუფლების ათი მაჩვენებლიდან ხუთში გაუმჯობესდა - კორუფციისგან თავისუფლება, სამთავრობო დანახარჯები, მონეტარულ თავისუფლება, ინვესტიციების თავისუფლება და შრომის თავისუფლება.
"ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში" საქართველოს მდგომარეობა გაუარესდა საკუთრების უფლების, ფისკალური თავისუფლების, ბიზნესის თავისუფლებისა და ვაჭრობის თავისუფლების თვალსაზრისით.
2013 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს ოთხი ერთეულით ნაკლები, 72,2 ქულა ჰქონდა.
"ფონდ ჰერიტიჯის" 2014 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექში 178 ქვეყანას შორის პირველ ადგილს ჰონგ კონგი იკავებს, ბოლო პოზიციაზეა ჩრდილოეთ კორეა.
მასალის გამოყენების პირობები






