ჩინეთში საქართველოს ფართომასშტაბიანი სარეკლამო კამპანია მიმდინარეობს
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:05, 13 Jan, 2014     3586

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2013 წლის სექტემბერში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მედიის წარმომადგენლებს, ავიაკომპანია „ჩინეთის სამხრეთ ავიახაზები“ -ს (China Southern Airlines) მენეჯერებსა და ასევე 11 ტუროპერატორს უმასპინძლა.

საქართველოში განხორციელებული პრეს და გაცნობითი ტურის შემდეგ, ჩინური მხარე დაინტერესდა მათივე დაფინანსებით, საქართველოს, როგორც მიმზიდველი და საინტერესო ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია ჩინეთში მოეხდინა.

საქართველოს შესახებ რეკლამა ჩინეთის ყველაზე პოპულარულ ვებ გვერდებზეა განთავსებული. დამზადდა სარეკლამო რგოლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე, რომლებიც ჩინეთის წამყვანი ტელე-არხების მეშვეობით ვრცელდება.

ასევე ინფორმაცია საქართველოს შესახებ განთავსებულია „China Southern Airlines“ -ის საბორტო ჟურნალშია განთავსებული, სადაც სრულიად უსასყიდლოდ საქართველოს პოპულარიზაციისთვის რამოდენიმე გვერდია გამოყოფილი.

ავიაკომპანია „China Southern Airlines“ მსოფლიო ექვსეულში შედის, როგორც ყველაზე დიდი რაოდენობის ხალხის გადამყვანი. იგი 446 თვითმფრინავის მფლობელია და მსოფლიოს 193 მიმართულებით დაფრინავს. უმსხვილესი ავიაკომპანია ყოველდღიურად 1930 ფრენას 35 ქვეყანაში ახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის ავიახაზები 2011 წლიდან თბილისი - ურუმჩის მიმართულებით დაფრინავს და მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ მსოფლიოს იმ 169 ქვეყნის მიმართულებით, რომელსაც მათ კომპანია ურუმჩის გავლით სთავაზობს.

„სამხრეთ ჩინეთის ავიახაზები“-ს საბორტო ჟურნალში საქართველოს შესახებ რეკლამის განთავსება ხელს შეუწყობს არა მარტო ჩინელი ტურისტების მოზიდვას, არამედ ყველა იმ ქვეყანაში მაცხოვრებლისათვის საქართველოს შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, რომელ ქვეყნებშიც ავიაკომპანია რეისებს ახორციელებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს რეკლამა მთელი წლის განმავლობაში აურაცხელი ადამიანის თვალთახედვის არეალში მოხვდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42