ცხვება 24 სმ დიამეტრის ტორტის გასახსნელ ფორმაში
გამოდის 12 ნაჭერი
1 ნაჭერი=185 კ/კალ.
დრო მოსამზადებლად: 40 წთ. გამოსაცხობად: 40 წთ.
მასალა ცომისთვის:
100 გ კარაქი
100 გ შაქარი
2 კვერცხი
50 გ ფქვილი
50 გ ქოქოსის ფანტელი
1/2 ჩ.კ. ცომის საფხვიერებელი ან სოდა
სხვა მასალა:
6 ნაჭერი დაკონსერვებული ანანასი
1 ს.კ. სახამებელი
6 ცალი დაშაქრული ალუბალი
პერგამენტი და ცხიმი ფორმისთვის
გააცხელეთ ღუმელი. ფორმას ჩაუფინეთ პერგამენტი. ფორმის გვერდებს წაუსვით ცხიმი. ანანასის ნაჭრები დააწყვეთ საწურზე, შეაგროვეთ 125 მლ ანანასის წვენი. კარაქი და შაქარი ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. შეურიეთ კვერცხი, ფქვილი, ქოქოსის ფანტელი და სოდა.
სახამებელი გახსენით 2-3 სუფრის კოვზ ანანასის წვენში. დარჩენილი წვენი შეათბეთ, შეურიეთ გახსნილი სახამებელი და ადუღეთ 1 წუთი, თან ურიეთ. მიღებული მასა წაუსვით ფორმის ძირს. ზედ დააწყვეთ ანანასის ნაჭრები, მათ შუაში ჩაუდეთ თითო ალუბალი და დაფარეთ ცომით. აცხვეთ 175 გრადუსზე 40 წუთით. ოდნავ გააგრილეთ, გადმოაბრუნეთ ცხაურზე და გააცივეთ.
მასალის გამოყენების პირობები