მასალა:
კვერცხი – 3–4 ცალი
წყალი – 1 ჩაის ჭიქა
ძმარი – 3 სადილის კოვზი
ზეთი – 3 სადილის კოვზი
ფქვილი – 3 ჩაის ჭიქა
მარგარინი – 400 გრამი
ყველი – 1 კილოგრამი
1 კვერცხი გავთქვიფოთ, დავასხათ თბილი წყალი, დავამატოთ ძმარი, ზეთი და მოვზილოთ მაგარი ცომი. 400 გრამი მარგარინი გავყოთ სამ ნაწილად. ცომი კარგად გავაბრტყელოთ და ხელით წავუსვათ მარგარინის მესამედი ნაწილი, დავკეცოთ კონვერტისებურად და შევდგათ მაცივარში 30–40 წუთი; შემდეგ გამოვიღოთ, კარგად გავაბრტყელოთ და წავუსვათ მარგარინის მეორე ნაწილი, დავკეცოთ და კიდევ შვდგათ იმავე დროით მაცივარში. ეს ოპერაცია გავიმეოროთ მესამედაც. ასეთი ცომი შეიძლება 2–3 დღე შევინახოთ მაცივარში და საჭიროებისამებრ გამოვიყენოთ. მომზადებული ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ თუნუქის ფურცელზე, დავადოთ ყველის გულსართი, ზემოდან დავადოთ გაბრტყელებული მეორე ცომი, ნაპირები შევუკრათ, ზემოდან წავუსვათ რძეში ან წყალში გახსნილი კვერხის გული და შევდგათ კარგად გაცხელებულ ღუმელში გამოსაცხობად. შუა ცხობის დროს ღუმელში ტემპერატურას მოვუკლოთ.
მასალის გამოყენების პირობები