დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგლემ დავით ნატროშვილმა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაურ ფუტკარაძესთან ერთად ქობულეთის აგროსერვისის საკონსუტაციო ცენტრი მოინახულეს. ისინი ჩატარებულ სამუშაოებსა და სამომავლო გეგმებს გაეცნენ.
დღესვე რაიონულ საკონსულტაციო ცენტრებს გადაეცათ „ნივის“ მარკის ავტომანქანები და საჭირო ინვენტარ-მოწყობილობები.
გასული წლის განმავლობაში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით საკონსულტაციო ცენტრები ხულოს, შუახევის, ქედისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებშიც გაიხსნა.
სერვის ცენტრებისთვის ნივის მარკის 7 ავტომანქანა და სხვადასხვა ინვენტარ-მოწყობილობები ორგანიზაცია „ENPARD0 Ajara“-მ- აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის “ პროექტის ფარგლებში შეიძინა.
აგროსერვისცენტრი ფერმერებს უწევს კონსულტაციებს სხვადასხვა პრობლემატურ საკითხებზე, მუშაობს რეგიონში ხეხილისა და სხვადასხვა საჯიშე მცენარეების წარმოებაზე და მათ გავრცელებაზე მოსახლეობაში. ფერმერთა სწავლება–კონსულტირების პროგრამა გეგმა–გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






