ერთი სტუდენტი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო მეორე ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, ნიგერიელი გოგონას მდგომარეობა სტაბილურია და მკურნალობის დასრულების შემდეგ საავადმყოფოდან გაწერენ. გოგონამ მიზეზების გამო ჩვენთან საუბარი არ ისურვა. "ნიუპოსტი" ბუკიას ქუჩაზე, ნიგერიელი სტუდენტების მეზობლებს გაესაუბრა. როგორც ისინი აცხადებენ, გოგონებს არ იცნობდნენ და მათი არსებობის შესახებ შემთხვევის დროს გაიგეს.
"წარმოდგენა არ მქონდა, თუ ჩემს კორპუსში ნიგერიელი გოგონები ცხოვრობდნენ. მე მგონი ახალი გადმოსულები იყვნენ, ბინის მფლობელი აქ არ ცხოვრობს. ჩვენ როგორც ვიცით, გაზით მოიწამლნენ, თუმცა პოლიციელები გარდაცვალების სხვა ფაქტებზე საუბრობდნენ. მე ზუსტად არ ვიცი, რა მიზეზით მოხდა უცხოელების გარდაცვალება," – ამბობს ლიკა ლელაძე. კორპუსთან მდებარე სასურსათო მაღაზიის თანამშრომელი, რომელმაც სახელი და გვარი არ გაგვიმხილა, გოგონების მოწამვლის სხვა ვერსიაზე საუბრობს.
"როგორც კულუარებში ამბობენ, ნიგერიელები ალკოჰოლური სასმელით მოიწამლნენ. დილით გავიგეთ, რომ პოლიციელებმა ერთი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს, ხოლო მეორე უგონო მდგომარეობაში, სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს,"–განუცხადა "ნიუპოსტს" მაღაზიის თანამშრომელმა.
მასალის გამოყენების პირობები






