ღვინის ეროვნული სააგენტო სოჭის ოლიმპიადაზე ღვინის ორგანიზებულად რეკლამირებას არ გეგმავს
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:34, 07 Jan, 2014     2843

საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, რუსული სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, სოჭის ოლიმპიადაზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის თაობაზე, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ღვინის ეროვნული სააგენტო სოჭის ოლიმპიადის ფარგლებში ღვინის ორგანიზებულად რეკლამირებას არ გეგმავს. თუმცა, კერძო სექტორის ინიციატივებს ამ მიმართულებით არ გამოვრიცხავთ,“- აღნიშნავს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი.

მისივე განცხადებით, საერთაშორისო ბაზრებსა და მათ შორის რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის მიმართ ინტერესი დღითიდღე იზრდება.

„ქართული კომპანიებისთვის, რომლებიც ექსპორტს ამ მიმართულებით ახორციელებენ, შემაფერხებელი ფაქტორი არ არსებობს, მთავარია ხარისხიანი ნაწარმი იყოს წარმოდგენილი“, - აცხადებს ლევან დავითაშვილი.

2013 წლის ღვინის ექსპორტმა 46 ქვეყანაში 47 მილიონ ბოთლს (0,75 ლტ.) მიაღწია. აქედან რუსეთში ექსპორტს უკავია 22 მილიონამდე ბოთლი (0,75 ლტ. ბოთლი ღვინო). სულ, ალკოჰოლური სასმელების (ღვინო, ბრენდი, ჭაჭა, საბრენდე სპირტი და სხვა) ექსპორტი თანხებში შეადგენს 231 829 540 აშშ დოლარს, რომელიც 2012 წელთან შედარებით 42%-ით მეტია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42