ჟურნალ "ექსკლუზივის" საიუბილეო ნომრის პრეზენტაცია
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:05, 27 Dec, 2013     6009


ჟურნალ "ექსკლუზივის" დამფუძნებელმა და მთავარ რედაქტორმა, ეკატერინე ბლიაძემ, "ნიუპოსტთან ინტერვიუში" ჟურნალის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

"ორმაგად სასიხარულოა ჩემთვის, რომ ჩვენი ჟურნალის საიუბილეო ნომრის პრეზენტაცია საახალწლო დღეებს დაემთხვა. შესაბამისად, ჩვენი პრეზენტაცია უჩვეულო გარემოში ვითარდება. გვაქვს ორმაგად საზეიმო გარემო. ჩვენს საღამოს მუსიკალურად აფორმებს ანსამბლი "ქართველო". ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ შევძელით მეათე საიუბილეო ნომრის გამოცემა, რაშც ძალიან დაგვეხმარა ჩვენი პარტნიორები და სპონსორები - ავეჯის მწარმოებელი კომპანია "იფანი" და კომპანია "ეკოლოსი", რომელიც პირველ ნაბიჯებს დგამს ქართულ ბაზარზე. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მათ ამ ნდობისთვის. მადლობას ვუხდი სტუმრებს, რომელაც დაგვდეს პატივი და მოვიდნენ ამ საღამოზე.

ამასთან, მე განსაკუთრებით მადლობელი ვარ ჩემი გუნდის, რომლის დამსახურებაც არის ის ფაქტი, რომ "ექსკლუზივი" მოვიდა აქამდე, გამოვიდა ჟურნალის 10 ნომერი. რომ არა მათი ერთგულება და პროფესიონალიზმი, ჩვენ ამას ვერ შევძლებდით," - განაცხადა ეკატერინე ბლიაძემ.

ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა:

" ჩვენ 2013 წელს გამოვეცით ხუთი ნომერი და ჩვენ ვაპირებთ ჟურნალის გამოსვლის ინტერვალი შვამციროთ. ჟურნალი გამოვა ორ თვეში ერთხელ, შესაძლებელია თვეში ერთხელაც ჯერჯერობით ზუსტად ამის შესახებ ვერ მოგახსენებთ. ეს საკითხი დგას დღის წესრიგში და ჩვენი რედაქცია ყველანაირად შეეცდება, რომ ჩვენი გეგმები და სურვილები განხორციელდეს.

სიახლეებს რაც შეეხება, ჩვენ შემდეგ სიახლეებს შევთავაზებთ მკითხველს: ჩვენ უფრო ფართო თემატიკას გავაშუქებთ, რაც დამოკიდებული იქნება, თუ როგორი ბიზნესგარემო იქნება ჩვენს ქვეყანაში. თუ საქართველოში ბიზნესი გაძლიერდა და სხვდასხვა მიმართულების კომპანიებმა წარმატებით განაგრძეს მუშაობა, ჩვენც მეტ მრავალფეროვან საკითხებს მიმოვიხილავთ," - განაცხადა მან.

ჩვენ გავესაუბრეთ საღამოსა და საიუბილეო ნომრის გენერალურ სპონსორებს:


"ავეჯის მწარმოებელი კომპანია "იფანი" ჟურნალ "ექსკლუზივის" დაარსებიდანვე თანამშრომლობს მასთან. თუმცა, ჩვენ პირველად ვართ გენერალური სპონსორები, რაც დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ჩვენთვის.

ჩვენი კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ქარეთველ საზოგადოებას, სხვა დაინტერესებულ პირებს მიეწოდოს ინფორმაცია ჩვენი პროდუქციის, მისი ხარისხის შესახებ, რაშიც წარმატებვით გვეხმარება ბიზნეს-ანალიტიუკური ჟურნალი "ექსკლუზივი". წლების მანძილზე ჩვენს შორის მჭიდრო თანამშრომლობა ჩამოყალიბდა, რასაც ხელი ჟურნალის პროფესიონალიზმმა, ერთგულებამ და ნდობის მაღალმა ხარისხმა განაპირობა," - განაცხადა კომპანია "იფანის" დირექტორმა პაატა შულავამ.

კომპანია ,,ეკოლოს”-ის შესახებ პირველად 20-21 ნოემბერს სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერია”-ში გამართულ საპრეზენტაციო საღამოზე გავაცანით ქართველ მომხმარებლებს. კომპანია ,,ეკოლოსი” 20 წელზე მეტია აწარმოებს ყველანაირი ტიპის ჩამდინარე წყლების სატუმბი გამწმენდი დანადგარების წარმოებას და რიალიზაციას. ჩვენი ამოცანაა მივაწოდოთ მოსახლეობას აღნიშნული პრობლების გადაჭრის ყველანაირი შესაძლებლობა და ვიზრუნოთ, ისეთი ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებაზე, როგორიცაა სუფთა წყალი მსოფლიოს მდინარეებსა და ტბებში, რადგან წყლის დაბინძურების შედეგად იმფექციური და ორგანიზმის მძიმე დაავადებების რისკი ძალიან დიდია. ჩვენ ამიტომაც ვზრუნავთ ამ საკითხზე, რათა მოსახლეობას თავიდან ავარიდოთ მსგავსი პრობლემები, რადგან წყალი არის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ჩვენი სიცოცხლისვის.


კომპანია ,,ეკოლოსი” ფუნქციონირებს რუსეთის, მონღოლეთის, დ.ს.თ-სა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. კომპანია ეკოლოსის პარტნიორები არიან: ,,ნავთობ-კომპანია ROSSNEFT“ , ,,GAZPROM“, ,,LUKOIL”, ,,azMunaiGAZ”, ,,SOCHI 2014”, ,,IKEA” და სხვადასხვა მსხვილი კომპანიები. საქართველო ,,ეკოლოს“-ისთვის სტრატეგიულ რეგიონს წარმოადგენს, სწორედ ამიტომ გადაწყდა რომ 2014 წელს საქართველოშიც გაიხსნას ჩვენი საწარმო. ხოლო წარმოებული პროდუქტის რეალიზება მოხდება არამარტო ჩვენს ქვეყანაში არამედ სამხრეთ კავკასიაში, შუა აზიასა და ევროპაში. საქართველო მიიღებს სტაბილურად ფუნქციონირებად საწარმოს, რაც დადებითად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე და ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას.

მინდა მივულოცო ჟურნალ ,,ექსკლუზივი”-ს სარედაქციო კოლეგიას საიუბილეო ნომრის გამოსვლა და წარმატებები ვუსურვო მათ. ჩვენ გადავწვიტეთ გავაგრძელოთ მჭიდრო და საქმიანი ურთიერთობა ამ გუნდთან. განაცხადა კომპანია ,,ეკოლოსი-“ს წარმომადგენელმა საქართველოში, ბატონმა ნიკოლოზ ლაშხმა .

საღამო საიუბილეო ტორტის გაჭრით დასრულდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42