ზუგდიდის ცენტრში, მდინარე ჩხოუშის ხიდის ქვეშ გამავალი „სილქნეტის“ კაბელის ქურდობის გამო ხიდს გაღმა მცხოვრები მომხმარებლები ინტერნეტის გარეშე დარჩნენ.
კაბელის ქურდობა სამი დღის წინ მოხდა. ამის შესახებ „ნიუპოსტის“ ზუგდიდელ კორესპონდენტს იმ სპეციალისტებმა განუცხადეს, რომლებიც შეფერხების აღმოფხვრის მიზნით ინტენსიურ სამუშაოებს აწარმოებენ.
ამასთან, კაბელის მოპარვის თაობაზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს „სილქნეტის“ ადგილობრივი წარმომადგენლობა, თუმცა, ადასტურებს, რომ მომხმარებელთა ნაწილს ინტერნეტთან კავშირი არა აქვს და ზარებზე პასუხობს, რომ შეფერხება, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე აღმოიფხვრება.
„სილქნეტის“ კაბელის ქურდობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. ქურდების სამიზნე კაბელი, სავარაუდოდ, მასში შემავალი ფერადი ლითონის გამო გახდა.
ზუგდიდში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილზე გამავალი კაბელის ქურდობის ფაქტი, დაახლოებით 10 წელია, არ გამოვლენილა.
მასალის გამოყენების პირობები






