შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირი რომელმაც დანაშაული ჩაიდინა დაკავებულია. "შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს 1-ლი განყოფილების და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ელგუჯა ც. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 24 დეკემბერს თბილისში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, სასტუმრო „ასტორია“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ეჭვიანობის ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1982 წელს დაბადებულ ფარიზ შარიფოვს და მიიმალა.
შარიფოვი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 108-ე მუხლით).", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






