შალვა ფიფიამ სურსათის ეროვნული სააგენტოს ანგარიში მოისმინა
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:56, 27 Dec, 2013     2960

სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია სურსათის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო. სურსათის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ზურაბ ჩეკურიშვილმა სააგენტოს მიღწევებსა და გამოწვევებზე დეტალურად ისაუბრა.

,,სააგენტოსთვის 2013 წელი მნიშვნელოვანი იყო. გააქტიურდა მუშაობა სურსათის უვნებლობის დაცვის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარული კუთხით. 2014 წლისთვის სურსათის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი თითქმის 3-ჯერ გაიზარდა, შესაბამისად, სამომავლოდ აღნიშნულ უწყებას უფრო დიდი გეგმები აქვს. მისასალმებელია სააგენტოსა და არასამთავრობო სექტორის აქტიური თანამშრომლობაც, რაც მოსახლეობისთვის მეტი შედეგის მომტანი იქნება“, - განაცხადა შეხვედრაზე მინისტრმა შალვა ფიფიამ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა საჯარო უწყების ხელმძღვანელები, ექსპერტები, არასამთავრობო სექტორისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

დღესვე, ხელი მოეწერა მემორანდუმს „სამოქალაქო დარბაზის" შექმნის შესახებ. ,,სამოქალაქო დარბაზის“ წევრები სურსათის ეროვნულ სააგენტოს, სამეცნიერო წრეებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები იქნებიან.

,,სამოქალაქო დარბაზის“ შექმნა იმ გამოწვევებმა განაპირობა, რომლებიც სურსათის უვნებლობის კუთხით ქვეყნის წინაშე დგას და რაშიც განუზომლად დიდია სამოქალაქო საზოგადოების როლი.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42