2013 წლის საქმიანობის შედეგების შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ ფინანსური სტაბილურობა უზრუნველყოფილია, როგორც მიმდინარე, ისე საშუალო და გრძელვადიან პერიოდში:
"წლის განმავლობაში დეპოზიტები 25 პროცენტით გაიზარდა, მათ შორის ლარში დეპოზიტები - 50 პროცენტითაც. დეპოზიტების ასეთი ზრდა საბანკო სისტემისა და საბანკო სექტორის მიმართ მაღალ ნდობაზე მიუთითებს. სესხების ზრდა 15 პროცენტის ფარგლებშია. სულ, წლის განმავლობაში ბანკების აქტივები 18 პროცენტით გაიზარდა და 17 მილიარდ ლარს მიაღწია
ეროვნული ბანკი ცდილობს, ყურადღება მიაქციოს ამ ორგანიზაციების მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხს. განხორციელდა ორი მნიშვნელივანი ცვლილება - კომერციული ბანკების მსგავსად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსაც განესაზღვრათ რეფინანსირების განაკვეთის მაქსიმალური 2 პროცენტიანი ზღვარი; ასევე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მოეთხოვებათ კლიენტებთან ხელშეკრულების სტანდარტიზაცია, რაც გულისხმობს ხელშეკრულების პირველ გვერდზე გარიგების ყველა მნიშვნელოვანი პუნქტის გამოტანას და გარიგების საგანთან დაკავშირებული ყვეკა ხარჯის დაანგარიშებას", - განაცხადა ქადაგიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






