სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით ნატროშვილი გურიისა და აჭარის რეგიონებში ციტრუსის მოსავლის აღება-დაბინავების პროცესს ეცნობა და მანდარინის გადამამუშავებელი საწარმოების მონახულებას განაგრძობს.
დღეს, მინისტრის მოადგილემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მოქმედი მანდარინის მიმღები პუნქტი დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მოსახლეობასთან შეხვედრაზე ციტრუსის სეზონის მიმდინარეობა და მოსავლის რეალიზაციის საკითხები განიხილეს. მინისტრის მოადგილემ მოსახლეობას ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი პუნქტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. დავით ნატროშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში სტანდარტული მანდარინის ჩასაბარებელი ფასი 35 თეთრიდან 40 თეთრამდე გაიზარდა.
„ციტრუსის ჩაბარება და ექსპორტი აქტიურ ფაზაშია. დღეის მდგომარებით, 40 ათას ტონამდე მანდარინია ექსპორტირებული; წლის ბოლომდე კი, როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო გზებით, დაახლოებით, 60 000 ტონა მანდარინი გავა ქვეყნიდან“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მასალის გამოყენების პირობები






