ახალი პროექტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების შექმნას შეუწყობს ხელს
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:11, 26 Dec, 2013     3966

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახალ პროექტს იწყებს. „სასოფლო–სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი“, რომლის მიზანია დაბალი ეკონომიკური აქტივობის რაიონებში ახალი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა, ან ძველი უმოქმედო საწარმოების რეაბილიტაცია. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

პროექტის პრეზენტაციაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა გიორგი ჩხეიძემ „სასოფლო–სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ მიზნებზე და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრეს.

,,ხელისუფლება სისტემურად ახორციელებს ისეთი ტიპის ცვლილებებს, რომელმაც გლეხებსა და ფერმერებს, სოფლის მეურნეობის დარგში ჩართულ მეწარმეებს მეტი სტიმული უნდა მისცეს. სოფლის მეურნეობის განვითარებამ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ერთ-ერთი მთავარი როლი უნდა შეასრულოს. 2013 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დასახული მიზნის მისაღწევად არაერთი უპრეცედენტო და მასშტაბური პროექტი განხორციელდა. ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ საშუალებით, ჩვენ შევძელით გლეხების, ფერმერებისა და მეწარმეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გაგვეხადა ფინანსური რესურსი. ახალი „სასოფლო–სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტიც“ ხელს შეუწყობს სასოფლო–სამეურნეო საქმიანობის გააქტიურებას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. იმედი გვაქვს, რომ ეს ახალი პროექტიც წარმატებული იქნება. პროექტის ხელშეწყობით ახალი საწარმოები შექმნება, რაც ქვეყნის ეკონომიკური აქტივობის ზრდას განაპირობებს“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფია.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში“ ჩართული საფინანსო ინსტიტუტების, საერთაშორისო და ადგილობრივი ფონდების, ასოციაციების და კომპანიების წარმომადგენლები.

როგორც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა გიორგი ჩხეიძემ პრეზენტაციაზე აღნიშნა ,,პროექტის ფარგლებში, ფინანსურ დახმარებას მიიღებენ კომპანიები და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, რომლებიც დაინტერესებული არიან სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების ამუშავებით. ფინანსური დახმარება ითვალისწინებს შეღავათიან გრძელვადიან საბანკო კრედიტს ან ლიზინგს და თანადაფინანსებას“.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებული პირმა უნდა მიმართოს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ბიზნეს წინადადებით, რომელსაც სააგენტო განიხილავს დადგენილი კრიტერიუმებისა და პროექტის მიზნების გათვალისწინებით. შერჩეული წინადადებებით, საკონსულტაციო კომპანიები და პოტენციური ბენეფიციარები მოამზადებენ ბიზნესგეგმას „საგრანტო კომიტეტთან“ წარსადგენად, დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში მეწარმე მიიღებს ფინანსურ დახმარებას.

დაფინანსებული პროექტის მთლიანი მოცულობა 200 000 - 1 000 000 აშშ დოლარამდე განისაზღვრა. ბენეფიციარის ფულადი თანამონაწილეობა პროექტის ღირებულების მინიმუმ 10 % - ს უნდა შეადგენდეს, ხოლო, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ გაცემული თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობა - 40 % –ს, დანარჩენ 50%-ს ბენეფიციარი საფინანსო ინსტიტუტებისგან მიიღებს.

დამტკიცებული სესხით მეწარმეს მანქანა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, შენობა–ნაგებობების შეძენა, სარემონტო სამუშაოების წარმოება და საწარმოო ფართის მშენებლობა შეეძლება.

პროექტის ფარგლებში დადგენილია აგრო კრედიტის/ლიზინგის პირობები. ლიზინგი მოიცავს პროექტის ღირებულების მაქსიმუმ 50% - ს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ, წლიური საპროცენტო ხარჯის თანადაფინანსება კი შეადგეს 12%–ს.

პროექტის ფარგლებში ვერ დაფინანსდება: მეღვინეობა, სპირტისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოება, ხორბლის ფქვილის წარმოება.

პროექტის მიხედვით მეწარმესთვის საბანკო სესხის გადახდის გამარტივების და საწარმოსათვის ხარჯების შემცირების მიზნით, პროექტით დადგენილია მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი, რომლის ძირითად ნაწილს იხდის სააგენტო.

სესხის მოცულობა ბანკის საპროცენტო განაკვეთი მოსარგებლე იხდის

100 000 $ - 200 000 $ არაუმეტეს 14% არაუმეტეს 2%

200 000 $ - 500 000 $ არაუმეტეს 13% არაუმეტეს 1%

• სააგენტოს მიერ სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება - 12%

• კრედიტის მაქსიმალური ვადა - 120 თვე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42