გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში გაზიფიცირების მე–2 ეტაპი დასრულდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:12, 26 Dec, 2013     3156

მინისტრმა და კომპანიის წარმომადგენლებმა ახლადაშენებული გაზსადენი გახსნეს და სოფლის ცენტრში ჩირაღდანი აანთეს.

კომპანიამ „სოკარ ჯორჯია გაზი“ სოფელ ახაშენის მიმართულებით, 20 კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი ააშენა, რის შედეგადაც სოფელში მცხოვრებ 400 პოტენციურ აბონენტს გაზის საერთო ქსელში ჩართვის შესაძლებლობა აქვს. კომპანია სოფელ ახაშენში გაზიფიცირების მესამე ეტაპის განხორციელებას 2014 წელს გეგმავს. დაგეგმილი სამუშაოების შედეგად სოფლის სრული გაზიფიკაცია მოხდება და ბუნებრივი აირის მიღებას დამატებით 500 აბონენტი შეძლებს.

დღეისათვის გურჯაანის მუნიციპალიტეტში სრულად გაზიფიცირებულია ქალაქი გურჯაანი და 9 სოფელი. აშენდა 144 კმ სიგრძის გაზსადენი, რაც რაიონში მცხოვრები 7 ათასი ოჯახის ბუნებრივი აირით მომარაგებას უზრუნველყოფს. კახეთის რეგიონში უკვე აშენებულია 913 კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენები და გაზიფიცირებულია 39 500 აბონენტი.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. შემუშავებულია 2014 წლის გეგმა, რომლის თანახმადაც მომავალი წლის ბოლომდე 86 ათასზე მეტი ოჯახი გაზიფიცირდება. ამასთან, კომპანია „სოკარი“ გაზრდილი საინვესტიციო ვალდებულებების ფარგლებში, 2017 წლამდე დამატებით 100 ათასი ოჯახის გაზიფიცირებას განახორციელებს. ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებული გეგმის შესაბამისად, ამ პერიოდისთვის მთელი ქვეყნის მოსახლეობის 75%-ს შესაძლებლობა ექნება ბუნებრივი აირით ისარგებლოს.

გარდა ამისა, გაზგამანაწილებელი კომპანიები მოსახლეობას ოჯახში ბუნებრივი აირის შესაყვანად საჭირო თანხის რამდენიმე თვეზე გადანაწილებას სთავაზობენ. ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებით, აღნიშნული თანხა თვიურად 25 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42